Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ქუთაისში არსებულმა მზის პანელების საწარმომ აშშ-ში პირველი პარტია გაგზავნა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია "აე სოლარის" საწარმოს ესტუმრა და გაეცნო მის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს.

"ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს - მის გეგმებში დიდი კორექტირება არ მომხდარა. ქარხანა, პრაქტიკულად, საწამოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს," - აღნიშნა ნათია თირნავამ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა.

"საწარმო პროდუქციას აწვდის ევროპის, რეგიონის ქვეყნებს და ახლა უკვე აშშ-საც. განსაკუთრებით დასაფასებელია და ჩვენც ყველანაირად ვეხმარებით, რომ მიუხედავად პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, მათ თავიანთი გეგმები არ შეცვალონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოებას გეგმავენ - ეს 2021 წელს ჩვენი ეკონომიკური აღმასვლის ერთ-ერთი კომპონენტია,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს.



FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 30 °C
img
ქუთაისი 19 - 26 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 26 °C
img
თელავი 19 - 30 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 15 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020