Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

“ატლანტიკ საქართველოს" გაფართოების პროცესი ადასტურებს, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი”
"როდესაც ჩვენ უკვე პრაქტიკულად ვმართავთ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებას და ჩვენი ეკონომიკა ნელ-ნელა გახსნას იწყებს, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ისეთი საწარმოები, რომლებიც პირველ რიგში უცხოელი ინვესტორების მიერ არის ახლახან დაფუძნებული და გაფართოებას გეგმავენ"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისში, კომპანია "ატლანტიკ საქართველო"-ში სტუმრობისას განაცხადა. ნათია თურნავამ საწარმოში მიმდინარე პროცესი დაათვალიერა და მის სამომავლო გეგმებს გაეცნო.

"ატლანტიკ საქართველო" ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2017 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიას საქართველოში 140-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული, გაფართოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

"მნიშვნელოვანია, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, კომპანია გაფართოებას გეგმავს და თუ დღეს ისინი 140-მდე ადამიანს ასაქმებენ, რამდენიმე თვეში, გაფართოების შემდეგ ჩვენს 200-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებენ - მათ ძალიან კარგი, მიმზიდველი პირობები და ხელფასები აქვთ. ჩვენი სამინისტრო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" საშუალებით ვეხმარებით მათ, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა და საკითხი, რაც არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვიტონ და მალე მოხდეს საწარმოს გაფართოება" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, "ატლანტიკ საქართველოს" საქმიანობა და გაფართოების პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ზოგადად საუკეთესო ბიზნესგარემოა შექმნილი, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისთვის.

კონკრეტულად, კომპანია სამომავლოდ გეგმავს როგორც წყლის ელექტროგამაცხელებლების წარმოების ზრდას, ისე ახალი მასშტაბური პროექტების დაწყებას: სტეატიტის (გამაცხელებელი ელემენტი) წარმოებას, კონვექტორის (რადიატორი) დამზადებასა და "ბოშთან" თანამშრომლობას. აღნიშნული პროექტების განხორციელების მიზნით კომპანია დამატებით ინვესტიცირებას განახორციელებს, თანამშრომელთა რიცხვი კი 50 ახალი კადრით გაიზრდება.

"მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გლობალური კრიზისის, პანდემიისა და გამოწვევისა, კომპანიის გეგმები არ შეცვლილა და პირიქით, კიდევ უფრო აქტიურად ფიქრობენ წარმოების გაფართოებას, მეტი სექსპორტო ნაწარმის გამოშვებას და მეტი ადამიანის დასაქმებას. ამიტომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის ძლიერი მხარდაჭერა იქნება" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

FaceBook Twitter Google
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 18 - 30 °C
img
ქუთაისი 19 - 26 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
სოხუმი 19 - 28 °C
img
ფოთი 22 - 26 °C
img
თელავი 19 - 30 °C
img
მესტია 7 - 19 °C
img
ზუგდიდი 19 - 26 °C
img
ბორჯომი 15 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისის ცხელების ცენტრის მედ პერსონალი 4 თვის ხელფასის მიღებას ითხოვს
ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედ პერსონალი კუთვნილი ხელფასის მიღებას ითხოვს.
11:58 / 01.07.2020
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, გაკოტრდა
საწარმო, რომელიც ქუთაისში ცნობილი ბრენდების სამოსს კერავდა მუშაობას წყვეტს. MGMTEX-ის
10:45 / 25.06.2020
ქუთაისელი სტუდენტების ინოვაციური სტარტაპი
ბრიტანეთის საკონსულოს პროექტის "ბიგ აიდეა ჩელენჯის" ფინალისტი
15:23 / 10.07.2020
თორნიკე გელაშვილი
როგორ აისახა პანდემია ფიტნესცენტრებზე და რა რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა - გალილეო ფიტნესის ადმინისტრატორი
15:43 / 26.06.2020