ქუთაისელმა მოსწავლეებმა ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსში " გაცოცხლებული სურათები" გაიმარჯვეს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა ანიმაციური ვიდეო რგოლების კონკურსის: "გაცოცხლებული სურათები"გამარჯვებულები დააჯილდოვეს. მეორე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი ქუთაისის №31 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე კობა სინაურიძემ, მეორე ქუთაისის №14 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მარიამ კიკნაძემ და ნათია ბუხრაშვილმა დაიკავეს. გადაცემაში "მთელი დღე" მაია სურმავასთან ერთად, სწორედ გამარჯვებული მოსწავლეები საუბრობენ.
| Print |