4 და 5 მაისს, ქუთაისში ჩატარდა შეზღუდული და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სიმღეის, ცეკვისა და ხელოვნების  ფესტივალი “ივერია ბრილიანტი 2019”

ფესტივალი საერთაშორისო იყო, რომელსშიც ქართველების გარდა, მონაწილეობდნენ მოცეკვავეები და მომღერლები უკრაინიდან. ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ “სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი”, (დამფუძნებელი და რედაქტორი ნუგზარ ჭიაბერაშვილი), ოგანიზაცია “სრულფასვანი ცხოვრებოსთვის” (ხელმძღვანელი მერაბ ქვარიანი), ქუთაისის მერია, აკ. წერეთლის უნივერსიტეტი, ფესტივალი მიმდინარეობდა საპატრიარქოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით. გადაცემაში “მთელი დღე” ფესტივალის მონაწილეებმა და საპრიზო ადგილების მფლობელებმა; მარიამ კვესელავამ, მაია კოსტავამ და ნათია ჩიხლაძემ ისაუბრეს, როგორია ცხოვრება სცენაზე და სცენის მიღმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *