ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს თამბაქოს კონტროლის კანონის კიდევ უფრო სრულყოფასა და მის დაცვას თამბაქოს ინდუსტრიის ზემოქმედებისგან.

ამავე დროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თამბაქოს კონტროლის ალიანსი  ახალი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით გამოდიან, აიკრძალოს მოწევა ტაქსებში და კერძო ავტომობილებში, თუ ამ უკანასკნელში მცირეწლოვანი იმყოფება. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონს კიდევ უფრო სრულყოფს და გაამყარებს ცვლილებათა პროექტი, რომლის წარდგენასაც პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ აპირებენ.

 

თამბაქოს კონტროლის ალიანსი, რომელიც  კანონის ერთ-ერთი ავტორია, მიიჩნევს, რომ თავის დროზე, სხვადასხვა გარემოებათა გამო კანონში დარჩენილი ხვრელები სასწრაფოდ უნდა ამოივსოს. მოწევა უნდა აიკრძალოს არამხოლოდ ტაქსებში, კაზინოებსა და სლოტკლუბებში და უმკაცრესი რეგულაციები უნდა დაწესდეს თამბაქოს ნაწარმის თანამედროვე პროდუქტზე, ელექტრონულ და გახურებად თამბაქოზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *