საზოგადოება
როგორია ქუთაისელი მოსწავლეების თვალით დანახული NATO და საქართველო? (ფოტო)
ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს. აღნიშნული ნამუშევრები ნახატებს, თექისა და თიხისაგან დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს მოიცავს. წერეთლის უნივერსიტეტის ფოიეში ჯამში 29 სკოლის 50-მდე მოსწავლის ნამუშევარი გამოიფინა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ როგორ წარმოედგინათ და როგორ ფიქრობდნენ ბავშვები ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. დღეს ამ ბავშვებს ძალიან ბევრი მითები ესმით. გვინდოდა დაგვენახა, რამდენად სწორად ხედავენ ბავშვები ამ ურთიერთობებს,"-განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.

ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები იმერეთში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.





FaceBook Twitter Google
ვალუტა
EUR
EUR
3.0925
TRY
TRY
0.4584
USD
USD
2.6664
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 12 - 17 °C
img
ქუთაისი 15 - 27 °C
img
ბათუმი 17 - 24 °C
img