რადიო “ძველი ქალაქი” წარმოგიდგენთ საკუთარ თავს, როგორც ჩვენს ქვეყანაში სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე მარკეტზე საქმიანობის თექვსმეტწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია.
ჩვენ ვიცით, როგორ გავხადოთ თქვენი ბიზნესი უფრო ეფექტური, რადგან ეს ჩვენი პროფესიაა!
“ძველ ქალაქთან” თანამშრომლობა თქვენ საშუალებას მოგცემთ:
რატომ რადიო?
რადიოს ყოველკვირეულად უსმენს აუდიტორიის 92 პროცენტი; “პირველად იყო სიტყვა” - ამერიკული კომპანია Statistical Research Inc - ის გამოკვლევების თანახმად, ხმოვანი ინფორმაცია ადამიანის ცნობიერებაში 4-5-ჯერ უფრო დიდხანს რჩება ვიდრე ვიზუალური; რადიო მომხმარებელს სწვდება ყველგან! არსებულ სარეკლამო საშუალებებს შორის მხოლოდ რადიოს შეუძლია მისწვდეს მომხმარებელს პროდუქციის ან მომსახურების შეძენის მომენტამდე 60 წუთის განმავლობაში და უშუალოდ მოახდინოს გავლენა არჩევანზე; რადიო განეკუთვნება “არააგრესიულ” სარეკლამო საშუალებათა რიცხვს, იგი არ ითხოვს მსმენელისაგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ან ხანგრძლივად ერთ ადგილას ყოფნას, რეკლამა რადიოში ნაკლებად აღიზიანებს ადამიანს; რადიო ყველაზე ახლოს დგას მომხმარებელთან, იგი მას პროგრამებში უშუალო მონაწილეობის უნიკალურ შანს აძლევს;
თავის მობილურობის გამო რადიო ხშირად ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყაროა; რადიო ერთადერთი სარეკლამო საშუალებაა, რომლის მომხმარებელთა რიცხვი განუხრელად იზრდება; სარეკლამო საშუალებებს შორის რადიო ყველაზე იაფია.
რატომ „ძველი ქალაქი“ ?
რადიოკომპანია “ძველი ქალაქი” არის დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება, რომელიც მაუწყებლობს FM დიაპაზონის 107.9 MHz სიხშირის ტალღაზე. მაუწყებლობის არეალი - იმერეთის რეგიონი, კოლხეთის დაბლობი. მაუწყებლობის თემატიკა - მუსიკალური საინფორმაციო, შემეცნებითი პროგრამები. მაუწყებლობის მუსიკალური ფორმატი-ADULT CONTEMPORARY (თანამედროვე მუსიკა მოზრდილთათვის) პლიუს თანამედროვე ქართული მუსიკა. “ძველი ქალაქის” სტერეო მაუწყებლობის ხანგრძლივობა - 24 საათი დღე-ღამეში. მოსახლეობის რაოდენობა მაუწყებლობის არეალში - დაახლოებით 1 000 000 კაცი. “ძველმა ქალაქმა” მაუწყებლობის თექვსმეტი წლის განმავლობაში გამოცდილებასთან ერთად ერთგულ მსმენელთა მთელი არმია შეიძინა, “ძველი ქალაქი” ერთადერთი სტაბილური და მაღალი რეიტინგის მქონე რადიოსადგურია რეგიონში. “ძველი ქალაქი” თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და მსოფლიო სტანდარტების შესატყვისი ჟღერადობის მქონე რადიოსადგურია.
ინფორმაცია განსჯისათვის:
„ძველი ქალაქს“ - როგორც დამოუკიდებელ და პერსპექტიულ საინფორმაციო საშუალებას, სხვადასხვა დროს ფინანსური, ტექნიკური და პროგრამული მხარდასაჭერა აღმოუჩინეს ისეთმა უცხოურმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა როგორებიცაა: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ (სოროსის ფონდი); ფონდი „ევრაზია“; აშშ საელჩო საქართველოში; ინტერნიუსი; ტასისი: აირექსი, USAID ბრიტანეთის საბჭო და ა.შ.
„ძველი ქალაქის“ პერსონალმა სტაჟირებები გაიარა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში - მათ შორის მენეჯმენტის, მარკეტინგისა და რეკლამის სფეროში. „ძველი ქალაქი“ დღესაც სარგებლობს მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების კონსულტაციებით.
დასასრულს:ჩვენ დაგეხმარებით გააკეთოთ ეკონომია, უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი საქმიანობა. დაფიქრდით, იქნებ ჯობდეს დღესვე გახდეთ ჩვენი კლიენტი?
დაფარვის ზონა
