ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, მდინარე ოღასკურას კალაპოტის (“ჰუალინგ ჯგუფის” წინ) გაფართოება და არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტენდერზე გამოცხადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის დინების მარეგულირებელი და წყალდიდობებისგან დამცავი სამუშაოები ჩატარდება.

“პროექტი მოიცავს “ჰუალინგის” შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს ხიდამდე, გზის ქვეშა არხის მონაცვლეობას და ოღასკურის კალაპოტის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მოხდება არხის მონაცვლეობა, ძველი კუთხის გაწმენდა, ბეტონის კედლების ჩასხმა და ასფალტის დაგება. პროექტს კომპანია “როუდ სოლუშენი” ახორციელებს და მილიონ 250 000 ლარის ღირებულებისაა. რაც შეეხება პროექტის დასრულების თარიღს, ხელშეკრულების დადებიდან 150 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს”, – ამბობს ბექა ყურაშვილი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი.

წლების მანძილზე, ძლიერი წვიმის დროს, ავტომშენებლის გამზირის ეს მონაკვეთი გამუდმებით იტბორებოდა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *