ეკონომიკა
სამინისტროების სსიპ-ებში პრემია-დანამატის სახით 34 მილიონ ლარზე მეტი გაიცა
მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, სამინისტროების სსიპ-ებში 2016 წელს,
11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაიცა 34.608.088 ლარი, აქდან 18.446.121 დანამატია, ხოლო 16.161.967 ლარი პრემია. ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6.966.595 ლარი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო - 3.086.103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური - 3.451.180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია - 429.312 ლარი. რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-ს, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით ჯამში გაცემულია 26.176.960 ლარი, საიდანაც 13.560.125 ლარი დანამატი, ხოლო 12.616.835 ლარი - პრემიაა. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.240.743 ლარი გაიცა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.635.650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3.193.651, ხოლო პრემია - 441.999 ლარს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85% დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა, 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.383.880 ლარის ხელფასი.
ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ "ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში" 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატის სახით გაცემულია 30.720 ლარი. რაც შეეხება ხელფასს, წლის ამ პერიოდში სახელმწიფო სააგენტოში კიდევ 452.040 ლარი აიღეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 2.877.662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენს 1.661.624 ლარს, ხოლო პრემია - 1.216.038 ლარს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1.175.384 ლარის პრემია-დანამატი (აქედან 1.100 ლარი არის დანამატი, ხოლო პრემია - 1.174.284 ლარი). ხუთ სსიპ-ში ხელფასმა 2.531.587 ლარი შეადგინა. შტატგარეშე თანამშრომლებზე აქაც გაიცა ხელფასი 344.949 ლარის ოდენობით.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის
პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ
ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური
საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.
17:03 / 12.07.2019

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.

წყალტუბოში
11:37 / 10.07.2019
წყალტუბოში "იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი" გაიმართება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი
სანატორიუმის
15:36 / 09.07.2019
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმის
17:07 / 05.07.2019
"სტატსისტიკა, რომლის წარმოებაც დავიწეთ 20 ივნისის შემდეგ, თუ რა დანაკარგები მივიღეთ რუსული ემბარგოს
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს
ეცნობიან.
13:43 / 05.07.2019
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს ეცნობიან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019