ეკონომიკა
"თეთრ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს შორის გვინდა ახალი ბულვარის შექმნა"- მაია ცქიტიშვილი
ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისსაც დავეხმაროთ იმაში, რომ ქუთაისშიც შეიქმნას ტურისტული ადგილები და არა მხოლოდ ბაგრატი და მიმდებარე ლოკაციები იყოს ქუთაისში ჩასული ადამიანებისთვის მთავარი.- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს"განაცხადა. მინისტრმა ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ქუთაისში დაგეგმილ პროექტებზეც იყო საუბარი. მაია ცქიტიშვილის თქმით, ქუთაისში თეთრ და ჯაჭვის ხიდებს შორის, სახლების რეაბილიტაციის გარდა, ახალი ბულვარის შექმნა იგეგმება:

"ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისსაც დავეხმაროთ იმაში, რომ ქუთაისშიც შეიქმნას ტურისტული ადგილები და არა მხოლოდ ბაგრატი და მიმდებარე ლოკაციები იყოს ქუთაისში ჩასული ადამიანებისთვის მთავარი. ამიტომ, ქუთაისში არის ძალიან საინტერესო ისტორიული უბანი, ეს არის რიონის სანაპიროს მონაკვეთი. თეთრ ხიდსა და ჯაჭვის ხიდს შორის გვინდა ახალი ბულვარის შექმნა, რომელიც ემიჯნება იმ ისტორიულ სახლებს, რომლის რეაბილიტაციასაც განვახორციელებთ. ამ სახლებში, მსგავსად მარჯანიშვილისა, ახალი თბილისის განხორციელებული პროექტის სახით სადაც სახლების რეაბილიტაციის შედეგად რეალურად შეიქმნა ახალი კაფეები , რესტორნები, სასტუმროები , მაღაზიები და ა.შ. მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს არის ერთის მხრივ ტურისტული ლოკაცია და მეორეს მხრივ კიდევ ერთი შესაძლებლობა ქუთაისელებისათვის რათქმაუნდა პირველ რიგში, რომ საკუთარი ბიზნესი განავითარონ." - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტის დაწყება 2019 წლიდან იგეგმება, თუმცა საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ტენდერი გამოცხადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე დაანონსდა, შემდეგ კი განაცხადეს, რომ იანვრის ბოლოს გამოცხადდება.

თუ ტედერი წელს გამოცხადდა, უშუალოდ სამუშაოების დაწყებას 2020 წლიდან ვარაუდობენ. რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხის ზუსტი რაოდენობა ჯერ-ჯერობით უცნობია. საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონზე.






ფოტო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წყალტუბომ იმერეთში მოქმედი  ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელს
უმასპინძლა.
20:49 / 20.04.2019
წყალტუბომ იმერეთში მოქმედი  ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელს უმასპინძლა.
2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის
ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა.
10:00 / 18.04.2019

2019 წლის 17 აპრილს, ფინკა ბანკსა და და ფერმერთა სერვის ცენტრების ქსელ “აგროსფეროს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

21:18 / 06.04.2019
"ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება."- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 3 - 16 °C
img
ქუთაისი 5 - 17 °C
img
ბათუმი 8 - 15 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიის სტუდენტი გახდა
ცისანა გიორგაძე ლასკალას აკადემიაში 8 თვეა სწავლობს.
15:08 / 15.04.2019
"ერთად გავუფრთხილდეთ გულს და გონებას"-აქცია ქუთაისში
7 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, სამედიცინო კორპორაცია ევექსისა და აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის
20:16 / 05.04.2019
PBL - ანუ როგორ უნდა იგრძნო თავი ექიმად პირველივე კურსიდან
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებმა
22:31 / 17.04.2019