ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო "ნამახვანჰესის" მშენებლობის გაგრძელებაზე თანახმაა
"ნამახვანი ჰესის" მშენებლობა არის ერთ-ერთი უდიდესი პროექტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ეს არის ძალიან დიდი კონტრიბუცია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგომომარაგებასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში." – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ეს განცხადება "ნამახვანი ჰესის" ინვესტორ კომპანიებთან გამართული დასკვნითი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გავრცელდა.

სამინისტროს ინფორმაციით,, მოლაპარაკებები მათსა და "ნამახვანი ჰესი"-ს ინვესტორთა შორის წარმატებით დასრულდა.

"ეს იყო მოლაპარაკების საბოლოო ეტაპი ხელშეკრულებაზე, რომელიც დაიდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და "ნამახვან ჰესის" ინვესტორებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა ხელშეკრულების იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომ მიუხედავად დიდი მასშტაბებისა, ჰესი შესრულდება გარემოსდაცვითი უმკაცრესი სტანდარტების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ დიდი სოციალური პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ინვესტორმა და ეს იყო ჩვენი პრინციპული პოზიცია" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

"ნამახვანი ჰესების კასკადი" იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია "ემ კა" და ნორვეგიული ჯგუფი "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია" ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით "ნამახვანის ჰესების კასკადი" მნიშვნელოვანი პროექტი იქნება არა მხოლოდ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის, მისი უწყვეტი ენერგომომარაგებისა და საიმედოობისთვის, არამედ იგი ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე ტურიზმის განვითარებას და სხვა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ნამახვანჰესის" მშენებლობის შეჩერების შესახებ. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა.მუშები და ტექნიკა ადგილიდან გაიყვანა. პროექტის დროებით შეჩერება და არა შეწყვეტა რადიო "ძველ ქალაქს" "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია"-შიც დაუდასტურეს. 

"ნამახვანჰესის" მშენებლობას ადგილობრივებთან ერთად ეკოლოგებიც ეწინააღმდეგებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ჰესი საფრთხეს არა მხოლოდ ლეჩხუმს, იმერეთსა და კერძოდ ქუთაისს შეუქმნის. გადაშენება ემუქრება ვაზის უნიკალურ ჯიშს, ლეჩხუმურ ცოლიკოურს. დატბორება სოფლები.


სოფლების დატბორვისა და ეკოლოგიური კატასტროფოს საფრთხე - ნამახვანჰესის მშენებლობას ისევ ეწინააღმდეგებიან


ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის
პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ
ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური
საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.
17:03 / 12.07.2019

5 ივლისიდან ფინკა ბანკში საზაფხულო აქცია დაიწყო. აქციის პერიოდში, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მეტი სარგებელი მიიღონ ბანკთან ურთიერთობით და სესხის აღებისას 3თვიანი სპეციალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლონ.

წყალტუბოში
11:37 / 10.07.2019
წყალტუბოში "იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი" გაიმართება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი
სანატორიუმის
15:36 / 09.07.2019
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმის
17:07 / 05.07.2019
"სტატსისტიკა, რომლის წარმოებაც დავიწეთ 20 ივნისის შემდეგ, თუ რა დანაკარგები მივიღეთ რუსული ემბარგოს
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს
ეცნობიან.
13:43 / 05.07.2019
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს ეცნობიან.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 23 - 33 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 25 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019