ეკონომიკა
"მეწარმე ქალთა ფონდი" ქუთაისში მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების პროექტს განახორციელებს
ქუთაისის  მერიამ, სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით, " ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების" პროგრამის განხორციელება დაიწყო.

მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, შეირჩა ორგანიზაცია "მეწარმე ქალთა ფონდი", რომელიც პროგრამას განახორციელებს.

"დღეს დაიწყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, რომელსაც ქუთაისის მერია პირველად ახორციელებს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით. ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის საფუძველზეც შევარჩიეთ "მეწარმე ქალთა ფონდი", ეს არის ორგანიზაცია რომელიც თავად ახორციელებს პროექტს, პროგრამას თითქმის მთლიანად აფინანსებს ქუთაისის მერია, მცირედი თანადაფინანსებით შემოდის "მეწარმე ქალთა ფონდი", მათვე შეარჩიეს 20 მრავალშვილიანი ოჯახი. ისინი აუცილებლად რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ და ცხოვრობდნენ ქუთაისში. მოხდება შერჩეული ოჯახების წარმომადგენლების გადამზადება, ხოლო შემდეგ ეტაპზე გამოცხადდება კონკურსი და კონკურსის წესით შერჩეული ბიზნეს-პროექტები დაფინანსდება პროექტის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და ეს პროგრამა პირველ რიგში ხელს შეუწყობს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

პროგრამის განხორციელების შედეგად, მრავალშვილიანი ოჯახები, კვალიფიკაციის ამაღლების გზით შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას
და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.
18:50 / 14.05.2019

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას
და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს -
სესხი შემოსავლების
დადასტურების გარეშე.
16:20 / 14.05.2019

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს - სესხ შემოსავლების დადასტურების გარეშე.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი
11:15 / 14.05.2019
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი
სოფლების, გორდისა და კინჩახას მცხოვრებლები ჩანჩქერის ტერიტორიაზე
11:17 / 09.05.2019
სოფლების, გორდისა და კინჩახას მცხოვრებლები ჩანჩქერის ტერიტორიაზე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 25 °C
img
ბათუმი 16 - 19 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019