ეკონომიკა
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს
მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების მშენებლობას იწყებს. გადმოსახედები უნდა მოეწყოს  ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც იშლება შორეული ხედები.

გადმოსახედი მოედნების ესკიზურ პროექტებს სტუდენტები შეადგენენ. 

"საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია. ყოველ წელს იზრდება ქვეყანაში შემოსული ტურისტების რიცხვი. სულ უფრო აქტიური ხდება შიდა ტურიზმიც. ტურისტებსა და მოგზაურებს შთაბეჭდილებებს არამხოლოდ ტურისტული ობიექტები, არამედ გზების პირას განთავსებული ფუნქციური ნაგებობებიც და უბრალოდ განსაკუთრებული ლანდშაფტის მქონე ადგილებში მოწყობილი გადმოსახედებიც უქმნიან.

მუნიციპალური განვითარების ფონდი პროექტის განხორციელებას სტუდენტების ჩართულობით გეგმავს, რისთვისაც უკვე გააფორმა მემორანდუმი აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტები შეადგენენ გადმოსახედი მოედნების ესკიზურ პროექტებს, რომელთაგან საუკეთესოებს შეარჩევს სპეციალური კომისია. შერჩეული ესკიზური პროექტების ავტორი სტუდენტები ჩაერთვებიან გადმოსახედების მშენებლობის პროცესში და ამ სახით სტაჟირებას გაივლიან მუნიციპალური განვითარების ფონდში. ამით პროექტში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ საშუალება განვითარდნენ პროფესიულად და შეიძინონ სათანადო პრაქტიკული გამოცდილება." - წერია მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას
და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.
18:50 / 14.05.2019

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს.

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას
და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს -
სესხი შემოსავლების
დადასტურების გარეშე.
16:20 / 14.05.2019

ფინკა ბანკი განაგრძობს ახალი საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებას და მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს - სესხ შემოსავლების დადასტურების გარეშე.

სოფლების, გორდისა და კინჩახას მცხოვრებლები ჩანჩქერის ტერიტორიაზე
11:17 / 09.05.2019
სოფლების, გორდისა და კინჩახას მცხოვრებლები ჩანჩქერის ტერიტორიაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში
იმყოფებოდა,
13:05 / 07.05.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში იმყოფებოდა,
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 25 °C
img
ბათუმი 16 - 19 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს
ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
21:41 / 24.04.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019