ეკონომიკა
ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული ქარხნა გახსნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის არის იმის გარანტი, რომ მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას ეროვნულ ეკონომიკაში. მამუკა ბახტაძის თქმით, საწარმო დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.

"ქარხანას ხსნის გერმანული კომპანია "ეი სოლარი", რომელიც მსოფლიო ლიდერია მზის პანელების წარმოებაში. მე მსურს, ინვესტორებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ქარხანა სწორედ საქართველოში აშენებულიყო. განიხილებოდა რამდენიმე ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორმა გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღო.მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული მაღალტექნოლოგიურ წარმოებებზე, ისეთ წარმოებებზე, რომელსაც აქვს საექსპორტო პოტენციალი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ საქართველომ ადგილი დაიმკვიდროს, როგორც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ."- განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 


მზის პანელების საწარმოში 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება.  საწარმო 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ავტომატური რობოტიზებული კონვეირების მეშვეობით 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს.

ფოტო:პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და
სამრეწველო
19:29 / 19.06.2019
ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია და სამრეწველო
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე
მიღება განაახლა.
14:31 / 10.06.2019

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა.

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო.
1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან
გააგზავნის
14:38 / 04.06.2019

1 ივნისს ფინკა ბანკში ფულად გზავნილებზე კიდევ ერთი აქცია დაიწყო. 1 ივნისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით მომხმარებელი, რომელიც მიიღებს ან გააგზავნის

13:38 / 30.05.2019
"იმერულ ყველს არაფერი აკლია, მაგრამ იმის გამო, რომ მასიურ ყველად ითვლება და სჭირდება
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი
მოეწერა სამ მემორანდუმს: საქართველოს ეკონომიკისა
12:30 / 28.05.2019
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ხელი მოეწერა სამ მემორანდუმს: საქართველოს ეკონომიკისა
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივნისი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 20 - 34 °C
img
ბათუმი 22 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019