Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ეკონომიკა
ფინკა ბანკის განვითარების ცენტრში საკრედიტო ოფიცრის პროგრამა იწყება

ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა საკრედიტო ოფიცრის პროგრამაზე მიღება განაახლა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია, ვისაც აქვს სურვილი და მოტივაცია შეისწავლოს ახალი პროფესია.

საკრედიტო ოფიცრის პროგრამაში მონაწილეობისთვის მხოლოდ 3 ეტაპის გავლაა საჭირო:

  • აპლიკაციის შევსება ფინკა ბანკის ვებგვერდზე www.FINCA.ge
  • ტესტირება;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

 

პროგრამა 3 თვიანია და მის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან არა მხოლოდ საკრედიტო პროდუქტების მახასიათებლებს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტირება, გაყიდვების ტექნიკები, მომსახურების სტანდარტი და კომუნიკაციის უნარები. პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის მთავარი ნაწილია.

პროგრამაში ჩართვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის. სწავლების პროცესში პროგრამის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია სტიპენდია - 200 ლარი. მონაწილეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გამოიმუშაონ დამატებითი ბონუსი.

ლელა თოფურია, ფინკა ბანკის HR დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ფინკა ბანკი მსმენელებს სწავლის და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას სთავაზობს. „ჩვენ მუდმივად ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მოტივირებულები არიან ისწავლონ, განვითარდნენ, დაიწყონ კარიერა საბანკო სექტორში. სწავლების პროცესი გაიმართება ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, საქართველოს 30 ქალაქში და 36 სერვისცენტრში. პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და ჩვენი მსმენებელის 60% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პარალელურად, მათ აქვთ საშუალება სტიპენდიის გარდა, დამატებით გამოიმუშაონ თანხა და ჰქონდეთ შემოსავალი“.

ფინკა ბანკის განვითარების აკადემიაში აპლიკაციების მიღება 6 ივნისს დაიწყო და 24 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ფინკა ბანკის ვებგვერდზე, კარიერის განყოფილებაში www.FINCA.ge და ასევე, ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
30 მაისს ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის
გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც
12:40 / 04.06.2020

30 მაისს ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა
ხაზზეა
00:00 / 01.06.2020

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა ხაზზეა

ტურ-ოპერატორების, გიდებისა მძღოლებისათვის ახალი კორონავირუსით
გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები
გამოქვეყნდა.
18:28 / 29.05.2020
ტურ-ოპერატორების, გიდებისა მძღოლებისათვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები გამოქვეყნდა.
ტურისტებთან მომუშავე მძღოლებს ახალი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
უნდა გაითვალიწსინონ,
18:03 / 29.05.2020
ტურისტებთან მომუშავე მძღოლებს ახალი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. უნდა გაითვალიწსინონ,
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის