ეკონომიკა
მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო.

პირველი პირდაპირი ფრენა  ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.

პირველი რეისის ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

,,ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" მოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair--ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო" ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც  Ryanair--ი უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს." - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება. Ryanair-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. 

ფოტო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ოკაცეს კანონს, 6 თვეში, 21 ათასი ვიზიტორი ეწვია. დაცული
ტერიტორიების
16:28 / 07.11.2019
ოკაცეს კანონს, 6 თვეში, 21 ათასი ვიზიტორი ეწვია. დაცული ტერიტორიების
2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ
პარკს,
16:20 / 07.11.2019
2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ პარკს,
,,იმერულ მეღვინეობაში კომპანია ,,ხარება
16:01 / 06.11.2019
,,იმერულ მეღვინეობაში კომპანია ,,ხარება" განსაკუთრებულ როლს თამაშობს." -ამის შესახებ გარემოს
,,მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს იმერეთში.
13:47 / 06.11.2019
,,მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს იმერეთში."- ამის შესახებ იმერეთის
2019 წლის 4 ნოემბრიდან ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია
დაიწყო.
10:00 / 06.11.2019

2019 წლის 4 ნოემბრიდან ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია დაიწყო.

«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 3 - 18 °C
img
ქუთაისი 9 - 23 °C
img
ბათუმი 13 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019