ქუთაისში მეორადი პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა იგეგმება.

multicat=36 ამის შესახებ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ.  ქარხნის გახსნა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იგეგმება. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია და ქალაქის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის HIP HOLDING-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

,,პლასტმასის ნარჩენებთნ ბრძოლა არის უდიდესი გამოწვევაა მსოფლიოსთვის, მოხარული ვარ, რომ გარემოზე ზიანის შემცირების აქტივობებთან ერთად, დაგეგმილი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას და ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას.” – განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.

ქარხნის გახსნის შემთხვევაში ქალაქში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 300 ადამიანი დასაქმდება.

HIP HOLDING-ი 2011 წელს ჰოლანდიის ქალაქ არნემში დაარსდა.  საერთაშორისო სავაჭრო კომპანიის სამუშაო არეალს წარმოადგენს პლასმასის რესურსების მართვა, დედათა და ბავშვთა კვების და ყოველდღიური ქიმიკატების წარმოება.

ქუთაისში მეორადი პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნაზე საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო.  ივესტორებთან მოლაპარაკებების შესახებ გასულ წელს რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განაცხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *