ENPARD IV-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობის დასახმარებლად 55 მილიონი ევროს მობილიზება იგეგმება.

multicat=36 როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანმა განუცხადა, ENPARD III-ის ფარგლებში გრანტებით ფერმერები, მეწარმეები უკვე სარგებლობენ, თუმცა დამათებითი გრანტების მოძიებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

,,ევროკავშირის მხარდაჭერა უწყვეტად არის ფერმერეისთვის და მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის სხვადასხვა პრპგრამების და პროექტების ფარგლებში. ემპარდის პროგრამა მიმდინარეობს, მესამე ფაზა არის ახლა. სამივე ფაზა მოიცავს 180 მილიონ ევრომდე თანხას. ეს მთლიანად იყო მიმართული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის. მოხარული ვართ, რომ ეს მხარდაჭერა ისევ გრძელდება. დამატებით ვსაუბრობთ ENPARD  4-ზე, რომელიც გულისხმობს 55 მილიონი ევროს დამატებით მობილიზებას დარგში. ეს ძალიან დაეხმარება ქართულ სოფლის მეურნეობას.” – განაცხადა ხატია წილოსანმა.

ევროკავშირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და FAO-მ საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს.

გრანტების გაცემა ამჯერად სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში მიმდინარეობს.

ფოტო: რადიო ,,ძველი ქალაქი” (არქივი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *