“ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია” – ასეთი იქნება, ამიერიდან, ქუთაისის, როგორც ბრენდის პოზიციონირება.

multicat=36 მას უკვე განვითარების სტრატეგია, ლოგო და სლოგანი აქვს. მიზანი ასეთია – ქუთაისი და, მასთან ერთად იმერეთი, კარგად დაინახონ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, აღიქვან ქალაქად, სადაც ყველაფერია დასვენებისა და გართობისთვის”

DMO-ს წლის პროექტი – “ქუთაისი ქალაქია . . . ” – DMO Imereti-ის, ინიციატივით ქუთაისის ბრენდინგი და მოკლევადიანი სტრატეგია შემუშავდა.DMO Imereti იმერეთსა და ქუთაისში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ქუთაისის ბრენდინგზე “მილენიალ ჰაბმა”იმუშავა. პროექტის მიზანი იმერეთის ტურისტული ბრენდის შექმნა იყო. წინასწარი კვლევის შედეგად გადაწყდა, რომ ბრენდის სახით წინ წამოწეულიყო ქუთაისი, როგორც მთელს რეგიონში, თავისი ისტორიით, კულტურით ყველაზე გამორჩეული ქალაქი. ის იყო საქართველოს დედაქალაქი და ზოგადად, კულტურის მიმართულებით, ბევრი რამ აქედან მოდის. ამიტომ ქუთაისი გამოიყო როგორც ბირთვი და იმერეთის დანარჩენი ადგილები, ასე ვთქვათ, თანაბრენდებად გადანაწილდა. იმერეთი იმდენად მრავალფეროვანია რომელიმე კონკრეტული მიმართულების გამოყოფა, ერთი კონცეფციის გარშემო გაერთიანება შეუძლებელია. თავად ქუთაისს, როგორც ტურისტულ ქალაქს, ბოლო 10 წელია, ვიცნობთ. ჯერ ტურისტული ობიექტები გაიხსნა, შემდეგ აეროპორტი დაემატა. გაჩნდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვიზიტორები იქვე დატოვო და რაღაც საინტერესო შესთავაზო.

“ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე ახლის გამოგონება. ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო ავთენტური და ორგანული პროდუქტის შექმნა. რეალური სტრატეგიის დასახვა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა მოკლე ხანში დაგვედო შედეგები. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქუთაისის და იმერეთის საქართველოს მთავარ ტურისტულ დესტინაციებში მყარი დაფიქსირებაა. ამასთან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროცესში ჩართულიყვნენ უშუალოდ ქუთაისელები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ცნობადი სახეები” – ამბობს DMO Imereti-ს დირექტორი ტატო ლილუაშვილი

ქუთაისი, საბოლოო ჯამში, როგორც ბრენდი, არის კლასიკური Dესტინატიონ Bრანდ, რომელიც ადამიანებს ეუბნება: “მე ძალიან საინტერესო ადგილი ვარ!” ეს არ არის ქალაქი, რომელიც ხალხს საცხოვრებლად ან განათლების მისაღებად ეპატიჟება.

ქუთაისი, როგორც ბრენდი

ქუთაისი ევროპის 10 უძველეს ქალაქში შედის, მასთან არის დაკავშირებული არგონავტები, მედეა, არის პირველი დედაქალაქი, აქედან იყო ჩვენი ქვეყნის მუსიკალური, ლიტერატურული თუ კულტურის სხვა სფეროს ძალიან ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი – გალაკტიონი, “ცისფერყანწელები”, რეზო გაბრიაძე და უამრავი. შემდეგ 1990-იანებში, სათავეს იღებს ჰიპ-ჰოპი, როკი, ელექტრონული მუსიკა. სწორედ ეს შესაძლებლობებია ხაზგასმული ქუთაისის ბრენდინგში. ამაზე აიგო ბრენდის პოზიციონირება. ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია. სინამდვილეში, რისთვისაც ტურისტები ევროპულ ქალაქებში მიდიან – ეცნობიან კულტურას, ისტორიას, სამზარეულოს, არქიტექტურას, მუსიკას – ამ ყველაფრის მიღება ქუთაისშიც შეუძლიათ – ეს ცნობიერება, სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს და სწორედ ამ ბრენდინგმა უნდა გააჩინოს.

“ქუთაისი ქალაქია” . . . – ქუთაისის სლოგანი

ქუთაისი ქალაქია! [თან, როგორ ქალაქია?!]. სლოგანის ინსპირაცია გალაქტიონი სიტყვებია. სლოგანი თავისი მექანიკიდან გამომდინარეც საინტერესოა – ამ ორ სიტყვას შორის კონტექსტის მიხედვით გამოვიყენებთ, რისი თქმაც გვინდა, რადგან ქუთაისის მრავალფეროვნების ერთ წინადადებაში ჩატევა შეუძლებელია – ქუთაისის მოვლენების და ადამიანების ქალაქია, ქუთაისი პირველი თეატრის ქალაქია, ქუთაისი როკის ქალაქია, ქუთაისი “ცისფერყანწელების” ქალაქია, ქუთაისი საქართველოს პირველი დედაქალაქია და ა.შ.

ქუთაისის ვიზუალური ბრენდინგი აგებულია კულტურაზე, მწერლობასა და ისტორიაზე. მარტივად რომ ვთქვათ, შავი არის სიტყვის ფერი. ისტორია კი იწერება შავით თეთრზე. ყვითელი უკავშირდება გვირილას [“გვირილობა” 1910-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. ყოველ წელს, 2 მაისს, ტუბერკულოზით დაავადებული პირების დასახმარებლად, გიმნაზიის მოსწავლე გოგონები ყიდდნენ გვირილებს. ეს საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა – თეთრი ყვავილი – მისი საერთაშორისო სიმბოლო. შემდეგ ეს ტრადიცია დაიკარგა და მოგვიანებით, როგორც ქალაქის დღესასწაული, “ქუთაისობის”, იგივე “ორმაისობის” სახელით აღდგა] და ქუთაისს, როგორც მზიან და ოქროს საწმისთან დაკავშირებულ ქალაქს. ვიზუალში გვირილა არის ერთგვარი სქოლიო, იმ ჩამონათვალისთვის, რისი ქალაქიც ქუთაისია.

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინ მონაწილეობდა ამ პროექტის შემუშავებაში. მადლობა პროფესიონალთა გუნდს, რომლებმაც ითავეს საპასუხისმგებლო მისია – შეემუშავებინათ ქუთაისის ტურისტული ბრენდინგი” – განაცხადა DMO Imereti-ს დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *