Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ეკონომიკა
როგორ ისარგებლებენ გიდები მთავრობის მხარდაჭერით? - გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ელოდებიან
რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.  15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო 1-ლი ივლისიდან - საქართველო იქნება მზად იმისთვის, მიიღოს უცხოელი ტურისტები.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს გაკეთდება როგორც სახმელეთო საზღვრებზე მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნით, ისე - უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესაძლებლობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისით საქართველოსთვის ტურისტულად საინტერესო ქვეყნებთან.  პრემიერის განცხადებით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება  ქონების გადასახადისგან 2020 წლისთვის. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება წლის ბოლომდე.  კრიზისის მართვის პირობებში 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას უკვე მოხდა. ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსირდება საბანკო სესხის პროცენტის 80% სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. 

,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში" ტურიზმის მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ აქტივობებს აფასებენ . ორგანიზაციის დამფუძნებლის, ლაშა ბერეკაშვილის თქმით, ,,მთავარი გზავნილი რაც იყო მნიშვნელოვანი არის ის, რომ 1 ივლისიდან იხსნება ტურიზმი.  რაც შეეხება დახმარების პაკეტებს, ეს იყო მიახლოებული იმასთან, რასაც ტურიზმის სექტორი მოითხოვს. პირველი ორნი ნაწილი ტურიზმის სექტორის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ეხებოდა და მის მიღმა რჩებოდნენ  გიდები, მცირე მარნები, საოჯახო მეურნეობები და ა.შ. ვინც ჩართული არის ტურიზმის სექტორშიო."

კითხვები ახლა გიდების დახმარების საკითხთან აქვთ. როგორ შეძლებენ ისინი დახმარების მიღებას და შესაძლებელი იქნება თუ არა მათი დასაქმება მანამ, სანამ ისინი საქმიანობის ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდებიან. 

​,,პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე გვქონდა საუბარი ეკონომიკის მინისტრთან, რომ ძალიან ბევრ გიდს აქვს სესხი და ყოფილიყო მათი გადავადება, ისევე როგორც სასტუმროების და რესტორნების შემთხვევაში. გიდებისაგან წამოვიდა ინიციატივა, სხვადასხვა პროგრამებში ყოფილიყო ინიცირებული გიდების ინიციატივები. ვერ აკეთებენ იდენტიფიცირებას ვისზე უნდა გაიცეს ეს დახმარება. არის გარკვეული მოსაზრება, რომ გიდები, რომლებიც იხდიდნენ გარკვეულ გადასახადებს, მათზე უნდა გაიცეს მხოლოდ. გიდები, რომლებიც არსად არ იყვენენ დასაქმებული, მუშაობდნენ როგორც ფრილანსერები და გარკვეულ ანაზღაურებას ტურისტებისგან იღებდნენ მათი იდენტიფიცირება როგორ უნდა მოახერხოს სახელმწიფომ. ეს არის ღიად დატოვებული პრობლემა და ამის გადაწყვეტასაც ველოდებით."- განაცხადა ,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციის" დამფუძნებელმა ლაშა ბერეკაშვილმა. 

მათ გიდების ალტერნატიული დასაქმების იდეაც აქვთ. ფიქრობენ, რომ შესაძლოა ისინი მუზეუმებში და სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებში დასაქმდნენ.

შეგახსნებთ, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის დახმარების მესამე ეტაპის ბიუჯეტი ჯამში 200 მილიონ ლარს შეადგენს.  დაგეგმილია 5 მილიონი ლარის გამოყოფა ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერის მიზნით.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შიდა ტურიზმის ამუშავება კორონავირუსის პირობებში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია.
16:16 / 05.06.2020
შიდა ტურიზმის ამუშავება კორონავირუსის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი
კარგად იქნება, თუმცა
15:58 / 05.06.2020
,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა
30 მაისს ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის
გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც
12:40 / 04.06.2020

30 მაისს ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა
ხაზზეა
00:00 / 01.06.2020

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა ხაზზეა

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა