ავიაკომპანია FlyArystan საქართველოსა და ყაზახეთს შორის

multicat=36 რეგულარულ ოპერირებას იწყებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Air Astana-ს შვილობილი კომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შემდეგი განრიგით შეასრულებს: ატირაუ – ქუთაისი – ატირაუ, 2 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას; აქტაუ – ქუთაისი – აქტაუ, 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს და პარასკევს; ნურსულთანი – ქუთაისი – ნურსულთანი, 4 მაისიდან – 28 მაისამდე ყოველ სამშაბათს და პარასკევს, ხოლო 29 მაისიდან 30 ოქტომბრამდე – ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *