III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1 368.5 ლარამდე გაიზარდა

2021 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10.4%-ით (129 ლარით) გაიზარდა და 1 368.5 ლარი შეადგინა.
ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს. 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია - „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი“  მიმდინარე წლის III კვარტალის მონაცემებს მოიცავს.

დოკუმენტის თანახმად, საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში. საშუალო შრომითი ანაზღაურების მოცულობა კი სეთია:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 234.9 ლარი, ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 193.7 ლარი, ზრდა 2.0%;
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი, ზრდა 4.9%;
• მშენებლობა – 2 003.1 ლარი, ზრდა 6.8%.

აღსანიშნია, რომ ამ პერიოდში ქალების საშუალო ხელფასი 1 106.4 ლარით, ხოლო კაცების - 1 612.1 ლარით განისაზღვრა.
ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%), ხოლო კაცებში - 139.6 ლარი (9.5%) შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატებოდა.

2021 წლის III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურ ხელფასი ბიზნესსექტორში 149.7 ლარით (11.5%) გაიზარდა და 1 455.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის წარმომადგენლებს აქვთ, რაც 2 336.2 ლარია. ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 60.4%-ია და ასევე პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში დასაქმებულ პირებს აქვთ და ეს საშუალო თვიური ხელფასი 2 265.0 ლარია. ზრდა წინა წელთან შედარებით 3.5%-ია.

2021 წლის III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 89.1 ლარით (7.9%) გაიზარდა და 1 219.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს აქვთ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9036 ლარი
გახდა.
17:13 / 20.05.2022
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9036 ლარი გახდა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში
ფასებმა მკვეთრად მოიმატა.
15:14 / 03.05.2022
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელში ფასებმა მკვეთრად მოიმატა.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში,
სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის
საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით
ანაბრის გახსნას სთავაზობს.
12:47 / 29.04.2022
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს.
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში,
სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის
საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით
ანაბრის გახსნას სთავაზობს.
12:47 / 29.04.2022
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა რეკლამის შემცველი განცხადებები, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს.
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

პოპულარული - ბოლო 30 დღის
თეატრალურ ფესტივალს ,,თეატრალური იმერეთი’’ ზესტაფონის თეატრი გახსნის
16 ივნისიდან თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი’’ იწყება.
15:56 / 10.06.2022
,,გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი წინააღმდეგ’’-ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გზაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო მოწინავეა და ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას.
14:55 / 06.06.2022
,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".-კონფერენცია ქუთაისში

 

 ქუთაისში სამედიცინო ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით ,, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედრივე ასპექტები ოფთალმოლოგიაში".

16:57 / 15.06.2022
სახალხო დამცველი პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს.
12:38 / 08.06.2022
,,იმ ქვეყნების სიაში, სადაც "მაიმუნის ყვავილი" ფიქსირდება, შესაძლოა, საქართველოც მოხვდეს’’-მაია ზალდატანიშვილი
იმის გასარკვევად, შემოვიდა თუ არა საქართველოში ”მაიმუნის ყვავილი”, ექიმები საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.
15:11 / 07.06.2022
,,მარგველაშვილის წერილში ნათქვამია, ჩემი მახინჯი გოგო ცოლად მოიყვანეო’’-ირაკლი კობახიძე
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მეოთხე პრეზიდენტის წერილს, რომელიც ის ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს, სიყალბეს უწოდებს.
15:17 / 22.06.2022
,,ნინო ლომჯარია ნაცების სახალხო დამცველად გადაიქცა’’ - მამუკა მდინარაძე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას შეწყალების მოწოდებით მიმართავს.
16:00 / 08.06.2022
პოლიტიკის სიახლეები
„შინ ევროპისკენ“ მმართველ პარტიას პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
15:16 / 30.06.2022
მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ’’ მოძრაობის წევრებზე თავდასხმების ფაქტებს ეხმაურება.
  ,,უნდა დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ხელოვნურად ვართ მოწყვეტილები’’-გიგი გიგიაძე
17:29 / 29.06.2022
,,საქართველო ახლა მნიშვნელოვან ეტაპს გადის, გაგვეხსნა ევროპული პერსპექტივა, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა, რათა ევროკავშირის წევრობის კანიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღოთ,’’
ქუთაისის მერიამ 10 ახალი მიკროავტობუსი წარადგინა
16:20 / 29.06.2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, 10 ახალი, თანამედროვე M2 კატეგორიის ავტობუსი წარადგინა.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' ქუთაისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა
15:39 / 29.06.2022

ქუთაისის საკრებულოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დაიწყო, რის შედეგადაც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა დატოვა.

ამინდი
თბილისი 17 - 27 °C
img
ქუთაისი 16 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 25 °C
img
სოხუმი 17 - 24 °C
img
ფოთი 19 - 24 °C
img
თელავი 16 - 26 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 16 - 24 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img