განათლება
ნინო დოღონაძე წლის საუკეთესო დირექტორად დასახელდა
ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის # 2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა
2016-17 სასწავლო წლის მანძილზე არაერთ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2016 წლის ოქტომბერში ჩატარებული ტენერიფეს საერთაშორისო კონკურსი, სადაც მევიოლინე გიორგი ჭეიშვილმა, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავა და მოიპოვა დიპლომი გერმანიაში გასამგზავრებლად, სადაც ის კონკურსის მეორე ტურზე იქნა წარგზავნილი.  ასევე 2017 წლის დასაწყისში იტალიაში გაიმართა კონკურსი, სადაც გიორგი ჭეიშვილმა ლაურიატის წოდება და მეორე ადგილი, ასევე ფულადი პრემია დაიმსახურა, ხოლო მია-მარიამ წერეთელმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილი, ლაურეატის წოდება და ფულადი პრემია დაიმსახურა. აღსანიშნია ისიც, რომ აღნიშნულ კონკურსზე ამ ასაკობრივ კატეგორიაში მესამე ადგილზე მაღალი პრემია არ გაცემულა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლამ ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩატარებულ არაერთ კონკურსსა თუ ფესტივალში "მუსიკა გვამეგობრებს", "მომავლის ვარსკვლავები" და სხვა. აღსანიშნავია სამუსიკო სკოლაში არსებული უმცროსკლასელთა გუნდის (ხელმძღვანელი იზა ადეიშვილი) და საესტრადო გუნდის (ხელმძღვანელი საოფიო როინიშვილი) წარმატებები.
სასწავლო წლის ბოლოს სამუსიკო სკოლაში არაერთი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ასევე საესტრადო კლასების მოსწავლეები. 19 ივნისს, კი მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში, მეორე სამუსიკო სკოლა გალა კონცეტრით წარსდგება მაყურებლის წინაშე.
ქ.ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის # 2 სამუსიკო სკოლის აქტივობები, კონკურსებსა თუ ფესტივალებში მონაწილეობა და გამარჯვება არ დარჩა დაუფასებელი ქვეყნის მუსიკალური საზოგადოებისა და კულტურის სამინისტროს მიერ და 2 ივნისს, საქართველოს საგუნდო საზოგადოებამ, კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით, მეორე სამუსიკო სკოლის დირექტორს ნინო დოღონაძეს  გადასცა დიპლომი "კონკურსში წარმატებული და აქტიური მონაწილეობისათვის". ასევე ნინო დოღონაძე დასახელდა საქართველოს მასშტაბით არსებული სამუსიკო სკოლებისა თუ სასწავლებლების ერთ-ერთ საუკეთესო დირექტორად. რადიოკომპანია "ძველი ქალაქი" ულოცავს ქალბატონ ნინოს ამ წარმატებას და კოლექტივთან და აღსაზრდელებთან ერთად ნაყოფიერ და კიდევ მეტად წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
18:06 / 20.06.2017
ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის
საქველმოქმედო ფონდ
17:59 / 19.06.2017
საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და საქართველოს განათლებისა და
ახალი ამბები
თემაზე: „ახალგაზრდობა, თვითმმართველობა,რეფორმები“-შეხვედრა გაიმართა
19:22 / 22.06.2017
"ქართული ოცნების" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით
კონსტიტუციური მონარქია"-როგორია ქუთაისელთა შეფასებები
17:32 / 20.06.2017
უნდა იყოს თუ არა საქართველოში სახელმწიფო წყობის ფორმად კონსტიტუციური მონარქია?
კანონის დაცვა თუ წინაასარჩევნო გადაწყვეტილება - ქუთაისში მესამე ვიცე მერის დანიშვნას აფასებენ
12:30 / 09.06.2017
ქუთაისს ახალი მესამე ვიცე მერი ჰყავს. რამდენად იყო ახალი შტატის დამატების აუცილებლობა,
"თუ კი საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მატი არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ უნდა ჩაითვალოს"-ლია გვენეტაძე
14:14 / 08.06.2017
არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალი და არჩევანის თავისუფლება" ხელმძღვანელმა, ლია გვენეტაძემ
ქუთაისში, ზვიად გამსახურიდას ქუჩის მე 3 შესახვევის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს
23:26 / 05.06.2017
ქუთაისში, ზვიად გამსახურიდას ქუჩის მე-3 შესახვევის მაცხოვრებლებმა
ქუთაისს მესამე ვიცე-მერი ჰყავს
18:56 / 05.06.2017
ქუთისის მერმა შოთა მურღულიამ დღეს
"თანასწორობა იგებს"-კამპანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის
16:37 / 05.06.2017
არასამთავრობო ორგანიზაიცა "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" ორგანიზებით
ნაციონალური მოძრაობა ქუთაისში კაფე-ბარის მშენებლობას აპროტესტებს
13:37 / 05.06.2017
ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე სკვერში კაფე-ბარის მშენებლობასთან დაკავშირებით
"გზა მოწესრიგებულია და გავლადია"- ქუთაისის მერია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების განცხადებებს პასუხობს
13:03 / 01.06.2017
პოლიტიკური პარტიების განცხადებებს, რომ ქუთაისი რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს
ვალუტა
EUR
EUR
2.6881
TRY
TRY
0.6838
USD
USD
2.4080
ამინდი
თბილისი 13 - 26 °C
img
ქუთაისი 16 - 26 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით   შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This  web  page is  part of Joomla based universal  CMS  system, which was developed through the USAID  funded  Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented  by   IREX.  The content  provided   through  this web-site is the  sole  responsibility of  the  authors and does  not  reflect the  position of USAID or IREX.