განათლება
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის 500 მილიონი დოლარი გამოიყოფა
საქველმოქმედო ფონდ "ქართუსა" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის პროგრამის განხორციელებაში, როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის, ასევე სხვა პროექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" მიიღებს. მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოაწერეს.


"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც არის ჩვენი განათლების რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, პროექტი რომელსაც აფინანსებს ფონდი "ქართუ" დღეს შეიძინა და დამთავრდა მოსამზადებელი პერიოდი და მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიაში არის N1 დასაქმების თვალსაზრისით და მსოფლიოში N8, ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტში შემოვიდა როგორც პარტნიორი. იგი სხვა პარტნიორებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბებაში, კამპუსის განვითარებასა და მშენებლობაში, გუნდის ჩამოყალიბებაში და რაც მთავარია დასაქმების თვალსაზრისით. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განათლება მიღებულმა ახალგაზრდებს მარტივად მიუწვდეთ ხელი დასაქმებაზე", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


"დღეს ძალიან მნიშვნელოვან საბუთებს მოეწერა ხელი და ჩვენი ქვეყანა გადადის ახალ ეტაპზე. ჩვენთან შესაძლებელი გხდება თანამედროვე, ევროპული და მსოფლიო დონის განათლების მიღება. ფონდი "ქართუ" თავის პროგრამებს კომპლექსურად ახორციელებს და კონკრეტულად განათლების სფეროში ჩვენ ვახორციელებთ 2 უპრეცენდენტო პროექტს, ვგულისხმობ თბილისის ტექნოლოგიურ და ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს. მზაობა ჩვენი ფონდისა იმის საფუძველი არის, რომ პროექტი განხორციელდება და იქნება წარმატებული",- განაცხადა ფონდ "ქართუს" დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა


ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტმა სტუდენტები 2019 წლიდან უნდა მიიღოს. პროექტზე 500 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში აბარებენ.
10:47 / 07.07.2017
აბიტურიენტები გამოცდებს ზოგად უნარებში აბარებენ.
სამედიცინო, ბიზნესი, ეკონომიკა - ეს რადიო
10:42 / 07.07.2017
სამედიცინო, ბიზნესი, ეკონომიკა - ეს რადიო "ძველი ქალაქის" მიერ გამოკითხული
ახალი ამბები
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების საკითხი კვლავ აქტუალურია
16:44 / 18.08.2017
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების პრობლემა კვლავ აქტუალურია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ქუთაისის მერიას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
17:44 / 16.08.2017
ქუთაისში მერიის თანამშრომლებს ბიზნესის ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია ფალიაშვილის 11 ნომერში
"ევროპა ჩვენი სახლია" ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
14:22 / 15.08.2017
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამხმარი და წვიმის იმედად დარჩენილი საფარი
16:12 / 14.08.2017
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მწვანე საფარი გახმა. საკითხს ქუთაისის მერიაში კარგად იცნობენ და განმარტავენ რომ
სამტრედიაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა
15:46 / 11.08.2017
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული
წყალტუბოს მერობისთვის სევერიან გორდულაძე იბრძოლებს
15:19 / 11.08.2017
"ევროპულმა საქართველომ" წყალტუბოს მერობის
ქუთაისის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს უფლებამოსილება შეუწყდა
14:55 / 11.08.2017
ქუთაისის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა.
"ისეთი ორმო გათხარეს, გამოდის რომ აქ ერთოთახიანი ბინის მოწყობა უნდა ვიღაცას"-გოგი წულაია
15:08 / 10.08.2017
პარტია "თაისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმღვანელმა გოგი წულიამ ბრიფინგი გამართა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8099
TRY
TRY
0.6821
USD
USD
2.3910
«« აგვისტო  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 19 - 35 °C
img
ქუთაისი 22 - 34 °C
img
ბათუმი 24 - 29 °C
img