ქუთაისში “პალატში” საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ”

აგრო ბიზნეს მენეჯმენტი” და “აგრო მარკეტინგის ” პროფესიული კურსების დახურვის ცერემონია გაიმართა.

პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებით განხორციელდა.

პროგრამის მიზანს წარმოადგენს, საქართველოში დაინერგოს ინოვაციური, სამუშაო პრაქტიკაზე ორიენტირებული და ინდუსტრიის საჭიროებებზზე მორგებული სერტიფიცირებული კურსები, რომელიც ფოკუსირებულია დარგში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (GRDD) და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) წარმომადგენლებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *