განათლება
უმაღლესი სასწავლებლები დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტებს აღარ მიიღებენ
ცნობარში, საიდანაც აბიტურიენტებს  სხვადასხვა ფაკულტეტების არჩევა შეუძლიათ, წელს პედაგოგიური ფაკულტეტი შეტანილი არ არის. რადიო "ძველი ქალაქი" დაინტერესდა, რა გახდა ამის მიზეზი.  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამის მიზეზი 2015 წელს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებია, რომელმაც განსაზღვრა მასწავლებლის განათლების პირობა.  როგორც რადიო "ძველი ქალაქისათვის" გამოგზავნილ წერილში წერია, მასწავლებელი უნდა იყოს განათლების მაგისტრი, რომლის მომზადება უნდა განხორციელდეს 300 კრედიტიანი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. 2015 წელს აღნიშნულ კანონის გარდამავალ მუხლში ჩაიწერა, რომ 2017 წლიდან ჩარიცხვა აღარ უნდა განხორციელდეს დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამაზე და ბაკალავიატის ფარგელებში სტუდენტებმა აღარ უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამაში ინტეგრირებული 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა.

"ვინც სწავლობს დაწყებითი განათლების მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამაზე და უკვე არჩეული აქვთ ბაკალავრიატში მასწავლებლის მომზადების პროგრამა მათ სწავლა უნდა დაასრულონა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. ვინც ამ დროისთვის ვერ დაასრულებს ამ პროგრამებს ისინი გადაყვანილ უნდა იქნან განათლების მაგისტრის 300 კრედიტიან პროგრამაზე. რაც შეეხება მასწავლებლის განათლებას ის განხორციელდება 300 კერდიტაინი საბაკალავრო-საგამისტრო პროგრამის დაძლევის საფუძველზე ან სულ მცირე ბაკლავრის აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს და გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ჩააბაროს საგნის გამოცდა. საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ პირმა უნდა ჩააბაროს საგნის შესაბამის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად." - წერია რადიო "ძველი ქალაქისათვის" გამოგზავნილ წერილში.


რადიო "ძველი ქალაქი" თემის შესახებ უფრო ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონში 2019 წელს 25 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.
17:53 / 19.03.2019
ზესტაფონში 2019 წელს 25 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში ახალი, თანამედროვე
სტანდარტების
16:45 / 19.03.2019
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების
2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია რამდენიმე
ეტაპად განხორციელდება.
13:38 / 19.03.2019
2019-2020 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული პარლამენტარიზმის
16:44 / 14.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული პარლამენტარიზმის
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შვეიცარიის ელჩის მოადგილე
ალვარო ბორგი სტუმრობდა.
15:48 / 14.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შვეიცარიის ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი სტუმრობდა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« მარტი  »»
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 2 - 14 °C
img
ქუთაისი 4 - 13 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
24 წლის ფერმერი ფერეთადან
ეს არის ამბავი ბიჭზე, რომელიც იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში ცხოვრობს.
14:21 / 26.02.2019
"ჯგუფი იქნება განახლებული შემადგენლობით"-ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება
ქუთაისში abba-ს კონცერტი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ "კულტურის პალატის" თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
13:21 / 08.03.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის
15:58 / 22.02.2019
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელოს"
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში "ევროპა ჩვენი სახლია"-ს ხელმძღვანელის გია გოქაძისა და ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
12:17 / 20.02.2019
ძილი და მისი მართვა
რამდენად მნიშვნელოვანის ადამიანისთვის ძილი და მისი მართვის ცოდნა? რა როლი აქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორ ძილს?
18:09 / 28.02.2019