განათლება
პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლება 5 წლიანი ხდება - სასწავლებლები წელს სტუდენტებს ვერ მიიღებენ
ცნობარში, საიდანაც აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტების არჩევა შეუძლიათ, წელს პედაგოგიური ფაკულტეტი შეტანილი არ არის. რადიო "ძველი ქალაქი" დაინტერესდა, რა გახდა ამის მიზეზი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამის მიზეზი 2015 წელს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებია, რომელმაც განსაზღვრა მასწავლებლის განათლების პირობა.  



როგორც რადიო "ძველი ქალაქისათვის" გამოგზავნილ წერილში წერია, მასწავლებელი უნდა იყოს განათლების მაგისტრი, რომლის მომზადება უნდა განხორციელდეს 300 კრედიტიანი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. 2015 წელს აღნიშნულ კანონის გარდამავალ მუხლში ჩაიწერა, რომ 2017 წლიდან ჩარიცხვა აღარ უნდა განხორციელდეს დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამაზე და ბაკალავიატის ფარგელებში სტუდენტებმა აღარ უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამაში ინტეგრირებული 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა.


"ვინც სწავლობს დაწყებითი განათლების მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამაზე და უკვე არჩეული აქვთ ბაკალავრიატში მასწავლებლის მომზადების პროგრამა მათ სწავლა უნდა დაასრულონა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. ვინც ამ დროისთვის ვერ დაასრულებს ამ პროგრამებს ისინი გადაყვანილ უნდა იქნან განათლების მაგისტრის 300 კრედიტიან პროგრამაზე. რაც შეეხება მასწავლებლის განათლებას ის განხორციელდება 300 კერდიტაინი საბაკალავრო-საგამისტრო პროგრამის დაძლევის საფუძველზე ან სულ მცირე ბაკლავრის აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს და გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ჩააბაროს საგნის გამოცდა. საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ პირმა უნდა ჩააბაროს საგნის შესაბამის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად." - წერია რადიო "ძველი ქალაქისათვის" გამოგზავნილ წერილში.




აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტს 85 წლიანი ისტორია აქვს, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც უნივერსიტეტს.  1933 წლის 8 იანვრის დადგენილებით, რასაც შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღდგენა მოჰყვა, პედაგოგიური ინსტიტუტი ქუთაისში გადმოვიდა და ამავე წლის 13 თებერვლიდან აქ განაგრძო ფუნქციონირება. ქუთაისში გადმოსვლის შემდეგ სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში შეიქმნა პედოლოგიურ-პედაგოგიური განყოფილება – პედაგოგიკის, პედოლოგიისა და პოლიტექნიკური სწავლების სექციებით.
ამის შემდეგ ფაკულტეტზე ბევრი რამ შეიცვალა. 1941 წლის ნოემბრიდან პედაგოგიკის ფაკულტეტმა სხვადასხვა მიზეზთა გამო შეწყვიტა არსებობა. სკოლებში გაუქმდა პედაგოგიკის, როგორც საგნის სწავლება. ამის შემდეგ სასწავლებელმა ფაკულტეტი აღადგინა.  თუმცა, შესაძლოა, წლების შემდეგ სასწავლებელმა ამ ფაკულტეტზე სტუდენტების მიღება ისევ ვერ მოახერხოს.



რადიო "ძველი ქალაქი" სასწავლებლის რექტორს, გიორგი ღავთაძეს ესაუბრა. 



"ცვლილების მიხედვით, სტუდენტების მიღების უფლება 2018 წელს არც ჩვენ და არც სხვა უნივერსიტეტებს აქვთ. რატომ არ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა? იმიტომ რომ მაშინ არ იყო სტანდარტები. როგორც კი სტანდარეტები დაიდო, გავამზადეთ პროგრამა და გავიტანთ ჩვენთან აკადემიურ საბჭოზე და დიდი იმედი მაქვს დამტკიცდება, იმიტომ რომ კარგადაა მომზადებული",- ამბობს გიორგი ღავთაძე.



ცვლილება ზოგადი განათლების კანონში - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დაწყებითი განათლების პროგრამაში ცვლილებაზე და განახლებულ პროგრამაზე საუბრობს. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში :







სასწავლებლის რექტორის, გიორგი ღავთაძის თქმით, თუ განათლების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროგრამას დროულად მოუწონებენ ფაკულტეტზე სტუდენტების მიღებას წელსვე შეძლებენ. "ეს მიმართულება 1933 წლიდან ყოველთვის ტრადიციული იყო. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ახლაც. ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფრია გაკეთებული",- ამბობს გიორგი ღავთაძე.


ცვლილების მიხედვით, პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლება, როცა პროგრამა აკრედიაციას გაივლის, 5 წლიანი გახდება.  


"ახალა არსებული ვითარებით არის, რომ 4 წლინ პროგრამას რომ დაამთავრებ, ან მასწავლების მომზაების პროგრამა უნდა გაიარო, ან მაგისტრატურაში უნდა ჩააბარო. 4 წლიანი პროგრამა ბაკავრის ხარისხს აძლევდა. 5 წლიანი პირდაპირ მაგისტრს. ჩემი აზრით, უკეთესია, რადგან არის ინტეგრირებული პრაქტიკები, პრაქტიკის კვლევა, სტანდარტი არის უფრო უკეთესი, ვიდრე აქამდე იყო."- ამბობს გიორგი ღავთაძე.   

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს  სასწავლებლის რექტორი უახლოეს დღებში შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს. 



უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება არ ეხება სხვა მიმართულებებს. მაგალითად ქართულ ფილოლოგიას, უცხო ენებს , მთემატიკას და ასე შემდეგ. აქ სწავლება ისევ 4 წლიანი იქნება. მასწავლებლობის მსურველებს კი 60 კრედიატიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამის გავლა მოუწევთ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთში, სოფელ ბაჯითში ახალი
19:44 / 17.09.2018
იმერეთში, სოფელ ბაჯითში ახალი
ახალი ამბები
ბესიკ გოფოძე იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
16:18 / 24.09.2018
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - თორნიკე ბარათაშვილი პარალამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
"სამწუხაროა, რომ მათ ქუთაისი ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად"
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
გამჭვირვალობის ზრდა და ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს ​შექმნა- რა წერია ქუთაისის მერიის ეკონომიკურ და ანტიკორუფციულ გეგმებში
16:05 / 21.09.2018
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის მერიის ეკონომიკური და ანტიკორუფციული გეგმები განიხილა.
ქუთაისში ყოფილი ციხის შენობის პრივატიზება იგეგმება
14:10 / 21.09.2018
ქუთაისში, ტაბიძისა და მალანიას ქუჩების კვეთაზე, ყოფილი ციხის ტერიტორიაზე
ვალუტა
EUR
EUR
3.0854
TRY
TRY
0.4172
USD
USD
2.6216
ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 18 - 26 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img