განათლება
ქუთაისში, ფოლკლორის სასწავლებელში, ქართული საგალობლების განყოფილება გაიხსნა
ქუთაისში, ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სასწავლებელში ქართული საგალობლების განყოფილების პრეზენტაცია გაიმართა.  განყოფილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა და მისი ფინქციონირებისთვის თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა.  ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების  იფორმაცით, ამ თანხით ინსტრუმენტი შეიძინეს და სასწავლო ოთახი მოაწყვეს. 

ფოლკლორის სასწავლებელში ქართული საგალობლების განყოფილებას თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი მალხაზ ერქვანიძე უხელმძღვანელებს. განყოფილება გაერთიანების ფილიალში მხოლოდ პირველ ეტაპზე იფუნქციონირებს. სწავლება ერთ საფეხურიანი იქნება ,რომელიც ოთხ წელს მოიცავს. მსურველები  შეისწავლიან გალობას, სიმღერას და სოლფეჯიოს.

" ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგენილიყო. ქართული საგალობლების ისტორია გელათის აკადემიიდან იწყება. ქუთაისში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც მომავალი თაობა საგალობლების ხელოვნებას დაეუფლება. განყოფილების გახსნით, იმედი მაქვს, რომ დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და უახლოეს მომავალში, ამ ისტორიულ ქალაქში, ქართული საგალობლების შესწავლის პროფესიული სკოლაც გაიხსნება " – აღნიშნა პრეზენტაციისას განყოფილების დამაარსებელმა მალხაზ ერქვანიძემ. 

ამ ეტაპზე სასწავლებელში 12 მოსწავლე ირიცხება. განყოფილება მსურველების მიღებას თვის ბოლომდე გააგრძელებს. შესაბამისი მონაცემების მქონე 9-დან 12 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ გაიარონ შესარჩევი ეტაპი და უფასოდ დაეუფლონ ქართული საგალობლების ხელოვნებას.

სამომავლოდ ქუთაისში საგალობლების სკოლის გახსნა იგეგმება, სადაც მუსიკალური განათლების მიღება საბაკალავრო ხარისხით მოხდება.

მსგავსი სკოლა უკვე ფუნქციონირებს ჩოხატაურში.  უახლოეს პერიოდში სკოლა თბილისში, ანჩისხატის ეკლესიის ბაზაზე ჩამოყალიბდება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი გრანტით 12
სტუდენტი ჩაირიცხა.
17:47 / 16.09.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 პროცენტიანი გრანტით 12 სტუდენტი ჩაირიცხა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურას სკოლაში მხოლოდ 5 ბავშვი
სწავლობს.
16:25 / 16.09.2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საჩხეურას სკოლაში მხოლოდ 5 ბავშვი სწავლობს.
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 23 სექტემბერს დაიწყება.
15:15 / 16.09.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 23 სექტემბერს დაიწყება.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
15:14 / 16.09.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
14:18 / 16.09.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 13 - 27 °C
img
ქუთაისი 15 - 22 °C
img
ბათუმი 18 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019