განათლება
შემცირებული დავალებები და საგამოცდო დრო-ცვლილებები 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში ცვლილებები შევიდა. ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება.

"წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი,"-ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში შემცირდა დავალებების რაოდენობა, შეიცვალა მაქსიმალური ქულის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია საგამოცდო დრო.

უცხოური ენების გამოცდაზე ტესტიდან ამოღებულია ერთ-ერთი დავალება. შეიცვალა ტესტის მაქსიმალური ქულაც, ხოლო ტესტის შესასრულებლად გამოყოფილი დრო 10 წუთით შემცირდა.

გეოგრაფიის საგამოცდო ტესტში გაიზარდა ე.წ ღია დავალებების რაოდენობა. შეიცვალა ტესტის მაქსიმალური ქულაც.

ლიტერატურის საგამოცდო ტესტში, დავალებების შემცირებასთან ერთად, შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც - 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 19 ივნისს ორი სპექტაკლის
15:19 / 19.06.2019
თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 19 ივნისს ორი სპექტაკლის
ქუთაისში ჰაკათონი, იდეების კონკურსი გაიმართება. ღონისძიება
განათლების, მეცნიერების,
17:22 / 17.06.2019
ქუთაისში ჰაკათონი, იდეების კონკურსი გაიმართება. ღონისძიება განათლების, მეცნიერების,
წერეთლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
15:52 / 14.06.2019
წერეთლის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული
08:48 / 14.06.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 19 - 36 °C
img
ქუთაისი 22 - 33 °C
img
ბათუმი 23 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა
ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
08:26 / 18.06.2019
"საქართველო არასოდეს შეეგუება რუსულ ოკუპაციას" - ქუთაისელი ოფიცრის გზავნილი აშშ-დან
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფილადელფიის მერიისა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,
15:48 / 05.06.2019
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის პროექტირებაზე ტენდერი კვლავ გამოცხადდება
ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობის პროექტირებაზე
17:36 / 28.05.2019
ვარციხის სკოლის პედაგოგი პროექტის „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულია
ვარციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა მარღანია პროექტის,
13:35 / 28.05.2019