“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმყოფებოდე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ქალაქში” – ამის შესახებ ქუთაისში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზეგდინიძემ განაცხადა.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქუთაისში მოაწყო. ცისფერყანწელების ქუჩაზე, ვერიკო ანჯაფარიძის კვერში უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებლებმა გამოფენები მოაწყვეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ზურაბ ჟვანიას სკოლამ დამთვალიერებლებს სახალისო ექსპერიმენტები ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით შესთავაზეს, ასევე წარმოდგენილი იყო ჰოლოგრამები, FABLAB ATSU-ს ნაკეთობები და ა.შ.

პროფესიულმა სასწავლებლებმა თავიანთი სასწავლო პროგრამების შესაბამისი აქტივობების წარადგინეს, გაიმართა ბარმენთა და კულინარიული შოუ, 3 და 2 განზომილებიანი გრაფიკის ნამუშევრებისა და ტიხრული მინანქრის ნაკეთობების გამოფენები და ა.შ.

“სიმბოლურია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიმყოფებოდე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ქალაქში, კონკრეტულად ქუთაისში. კერა, სადაც შეიქმნა გელათის აკადემია. ჩვენ ახალ ცისფერყანწელების ქუჩაზე ვიმყოფებით, ცისფერყანწელები, სწორედ ქუთაისიდან არიან. დღევანდელ დღეს, 3 საათით ადრე, სადაც ეროვნული საბჭო გამოაცხადებდა დამოუკიდებლობას, 3 საათით ადრე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის ეგიდით სახელმწიფო უნივერსიტეტი. უმაღლესი სასწავლებლების გამოფენაა, დიდია დაინტერესება, ახალგაზრდები არიან ჩართულები. მინდა თითოეულ ქართველს, ქუთაისელს მოგილოცოთ დღევანდელი დღეა და ის დამოუკიდებლობის შეგრძნება, თვითმყოფადობის შეგრძნება, კულტურა, განათლება და სპორტი იყოს ჩვენი მუდმივი თანამგზავრი.” – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ.

სამინისტრომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები სხვა ქალაქებშიც მოაწყო. საქართველოს 10 ქალაქში (ახალციხე, ოზურგეთი, თელავი, გორი, მესტია, ამბროლაური, ფოთი, ზუგდიდი, მარნეული, ახალქალაქი) დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტები გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *