განათლება
აწსუ-ს სტუდენტებმა ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე საპრიზო ადგილები მოიპოვეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისსაინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის "დიზაინისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა უკრაინაში ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე “PECHERSKI KASHTANY“ – 2019 საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

პედაგოგ ლელა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა მარი კობზონაძემ და მაკა იოსელიანმა ფეხაცმლის კოლექციის წარდგენისათვის I ადგილი დაიკავეს; პედაგოგ ლალი ხვადაგიანის ხელმძღვანელობით ტანსაცმლის კოლექციის წარდგენისათვის სტუდენტმა ანი ხაჭიპერაძემ - II ადგილი, ხოლო პედაგოგ ანზორ გვეტაძის სტუდენტებმა ორი პირველი, ერთ მეორე და ერთი მესამე ადგილები – გობელენის, ბატიკისა და თექის ნამუშევრებისათვის მპოპოვეს.

"მესამე კურსის სტუდენტების ნამუშევრები იყო ჩვენი ხელმძღვანელობით წარდგენილი. კოლექციის ნაწილი ჩვენს უნივერსიტეტში გაკეთდა, ნაწილი იმ საწარმოში, სადაც გვაქვს ხელშეკრულება. ჩვენს კოლექციას დადებითი შეფასებები ნახვარფინალშივე მოჰყვა. მაყურებელს შეეძლო სპეციალური მობილური აპლიკაციის მეშვეობით ფავორიტი შეერჩია. ეს არ ვიცოდით და შემდეგ გავიგეთ, როცა კოლექციის ჩვენება დავასრულეთ და მაყურებლებს შევუერთდით. ორგანიზატორმა მითხრა რომ სუპერ კოლექცია გქონდათო. მერე იყო ფინალი. ნახევარფინალში ჟიურიში იქაური ტექნოლოგიებისა და დიაზაინის ნაციონალური უნივერსიტეტის პროფესურა იყო წარმოდგენილი. ფილანზე კიდევ უფრო სერიოზული და კომპეტენტური ჟიური."- ამბობს პედაგოგი ლელა კიკნაველიძე.

საინჟინრო–ტექნოლოგიური ფაკულტეტის "დიზაინისა და ტექნოლოგიის" დეპარტამენტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, კიევის დიზაინისა და ტექნოლოგიის ეროვნული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვება მეხუთედ მოიპოვეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.
12:03 / 16.07.2019
დღეს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.
იაკობ გოგებაშვილის
13:30 / 15.07.2019
იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" სკოლებში ბრუნდება. ამის შესახებ საქართველოს
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის
ერთ-ერთი
14:21 / 12.07.2019
ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის ერთ-ერთი
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ივლისი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი 19 - 32 °C
img
ქუთაისი 21 - 27 °C
img
ბათუმი 22 - 24 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მიმდინარეობს მოლაპარაკებები და 7-8 ახალი ფეხბურთელი მოგვყავს" - ზაალ ჩაჩავა
ქუთაისის "ტორპედოს" შემადგენლობისთვის სახელფასო დავალიანების ნაწილის დარიცხვა მიმდინარეობს.
18:18 / 27.06.2019
"ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზრზე" - სამტრედიის სოფლ მელაურის რწმუნებული
ყველა ერთუჯრედიანია და უპატრონო დგას რუსთაველის გამზირზე" - ეს სიტყვები სამტრედიის
19:30 / 25.06.2019
რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი იმუშავებს.
15:18 / 29.06.2019