განათლება
საჯარო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს ანაზღაურება გაეზრდებათ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს ანაზღაურება გაეზრდებათ. ცვლილება 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან განხორციელდება. ხელფასების რაოდენობა საშუალოდ 20 %-ის ფარგლებში გაიზრდება. გაზრდილი ანაზღაურებით საჯარო სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი, მათ შორის სკოლების ექიმები და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტები ისარგებლებენ.

თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

რესურსცენტრის უფროსის ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება და 1 450 ლარით განისაზღვრება; მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 200 ლარით მოიმატებს და 1000 ლარი გახდება; მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 150 ლარით გაიზრდება და 950 ლარი გახდება; 150 ლარით მოემატება ანაზღაურება პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტს და მისი თანამდებობრივი სარგო 850 ლარი გახდება.

ანაზღაურება გაეზრდებათ მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც, რომლებიც წარმოადგენენ სკოლის ადმინისტრაციას და თანამდებობრივ სარგოზე დანამატი 125 ლარი ექნებათ.

შეიცვლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლების დამატებითი დაფინანსების ოდენობაც. 1-დან 6 კლასის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის საჯარო სკოლები ყოველთვიურად დამატებით 600 ლარით დაფინანსდებიან.


ფოტო: ინტერნეტ სივრცე

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ბაღების მშენებლობა
დაიწყო.  მუნიციპალური
17:05 / 21.02.2020
ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ბაღების მშენებლობა დაიწყო.  მუნიციპალური
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამირებაში 
გუგლის გლობალურ
15:10 / 21.02.2020
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროგრამირებაში  გუგლის გლობალურ
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუგლის
ორგანიზებით
17:06 / 20.02.2020
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გუგლის ორგანიზებით
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო
დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
Aliexpress WW
ამინდი
თბილისი 1 - 12 °C
img
ქუთაისი 4 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 10 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
7 წლის ბაღდათელმა მოჭადრაკემ ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიგო
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
13:06 / 12.02.2020
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა
ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მიხეილ გიორგაძე, საუკეთესო დირექტორთა სამეულში მოხვდა.
14:38 / 17.02.2020
ხანის ყველი, სულგუნი და სხვადასხვა ნაწარმი პრაღის ტურისტულ გამოფნაზე წარადგინეს
პრაღაში გამართულ ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობაში ბაღდათელმა მეწარმეებმა მონაწილეობა
14:55 / 17.02.2020
ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე, ახალი სკვერის მოწყობა სრულდება
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე
11:46 / 29.01.2020