საზოგადოება
"გარე პირია ჩართული თუ მოსწავლეებს შორის შიდა ხუმრობებია, ამას გამოძიება დაადგენს"
ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. საქმის კურსშია სკოლის დირექტორი. თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

"მე მხოლოდ შემიძლია გითხრათ ის, რომ არაფერი საგანგაშო არ არის. მიდის გამოძიება, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს,"-აცხადებს თამაზ ჭაბუკიანი.

ინფორმაციას ფლობენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. მისი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია და ყველა მხარე ინფორმირებულია.

"პანიკურ მდგომარეობას ადგილი არ აქვს. გარე პირია ჩართული თუ მოსწავლეებს შორის შიდა ხუმრობებია, ამას გამოძიება დაადგენს. მშობლებიც ინფორმირებულები არიან და უსაფრთხო ღონისძიებების გატარებისაკენ მოვუწოდებთ,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რესურსცენტრში ამბობენ, რომ მსგავსი შეტყობინებები სხვა სკოლებიდან არ მიუღიათ.

არსებული ინფორმაციით, მე-3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს წერენ, რომ  მათი ცხოვრების შესახებ ყველაფერი იციან და აკონტროლებენ.

ფოტო: რადიო "ძველი ქალაქი"
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, აგვისტოს ომის მემორიალი დააზიანეს.
ჩამსხვრეულია მინის კონსტრუქცია.
14:52 / 15.10.2019
ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე, აგვისტოს ომის მემორიალი დააზიანეს. ჩამსხვრეულია მინის კონსტრუქცია.
14:44 / 15.10.2019
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაცია საქალაქო ტრანსპორტში
14:44 / 15.10.2019
"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაცია საქალაქო ტრანსპორტში
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 9 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019