განათლება
წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე სამსახურიდან უსამართლოდ გათავისუფლებაზე საუბრობს
წყალტუბოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი სკოლის დირექტორსა და წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელს სამსახურიდან უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. საგზაო მოძრაობის წესების მასწავლელი აკაკი ტყეშელაშვილი, რომელსაც დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით მისი მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური განწყობის გამო მოხდა. აკაკი ტყეშელაშვილის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ოფიციალურ ბრძანებაში პედაგოგიური ეთიკის ნორმების დარღვევაა დასახელებული, თუმცა, მას ხელშეკრულება გაუგრძელეს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობას კვლავ აგრძელებს. სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ საქმე ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი მთავარი მოთხოვნა კი თანამდებობაზე აღდგენაა. ტყეშელაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეზე რეაგირება განათლების სამინისტრომაც უნდა მოახდინოს.

"სკოლაში გათბობის სისტემა არ მუშაობს. ორჯერ შეიცვალა, თუმცა უშედეგოდ. ამაზეც გამოვთქვი პრეტენზია და სკოლაში გასულ ზამთარში სასწავლო პროცესი ორი დღით შევაწყვეტინე. მთავარი ამ საქმეში რესურსცენტრის უფროსია, რომელიც ჩემი პროტესტის მერე დამემუქრა რომ სამსახურიდან გამიშვებდა. რესურსცენტრის უფროსი პირადად ჩავაყენე საქმის კურსში და ვუთხარი, რომ დირექტორმა სამ მოსწავლეზე ბულინგი განახორციელა. ასევე, პროკურატურამ დირექტორს სამართალდამცავებთან უთანხმოების გამო განრიდება გაუფორმა. რესურსცენტრის უფროსს ამაზე რეაგირება არ ჰქონია და განაცხადა რომ ინფორმაცია არ ჰქონდა,"-ამბობს აკაკი ტყეშელაშვილი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს
11:11 / 15.10.2019
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს
დაიწყო
15:26 / 14.10.2019
პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2 ოქტომბერს დაიწყო
პროგრამის
14:50 / 14.10.2019
პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში წარჩინებული
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა
დაიწყო.
15:19 / 11.10.2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო.
განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლებისთვის
სახელმწიფო
17:07 / 07.10.2019
განათლების სამინისტრომ პრაქტიკოსი პენსიონერი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« ოქტომბერი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 9 - 23 °C
img
ქუთაისი 12 - 28 °C
img
ბათუმი 16 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში, ,,ავანგარდის დასახლებაში", სკვერი მოეწყობა
ქუთაისში ე.წ. ,,ავანგარდის დასახლებაში" სკვერი მოეწყობა. ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
16:45 / 10.10.2019
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია
ბაღდათში, 5 ოქტომბერს დაგეგმილი ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა ცნობილია.
17:11 / 02.10.2019
სამტრედიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა.
10:47 / 27.09.2019
15 წლის ქუთაისელი მოსწავლის "ნასაში" მიღებული გამოცდილება
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესის" 15 წლის
16:44 / 27.09.2019
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ქუთაისში, ლეონიძის ქუჩაზე არსებულ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
18:19 / 17.09.2019