Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

განათლება
აწსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერეცია გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში" გაიხსნა.

კონფერენციაში მონაწილეობს 250 - ზე მეტი მომხესენებელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: საქართველო, აშშ, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ინდოეთი, მაკედონია, ირანი, ტაივანი, ლიეტუვა, ნიგერია, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

კონფერენციის მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: აწსუ რექტორმა როლანდ კოპალიანმა, რექტორის მოადგილემ გიორგი ღავთაძემ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლუკა დვალიშვილმა და ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ერემეიშვილმა.

კონფერენციაზე მრავალფეროვან ტრადიციულ ჰუმანიტარულ მიმართულებებთან ერთად იმუშავებს ჰუმანიტარული ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და პოსტჰუმანიზმის მიმართულება; პანელური დისკუსიები - ჰუმანიტარული მეცნიერებები და რელატივიზმი (ევგენ ზელენაკი, პავოლ ლაბუდა, მილოშ ტალიგა, სლოვაკეთი); ცხოვრება ანთროპოცენის ეპოქაში: რეაქციები ფილოსოფიაში ბიოლოგიასა და ლიტერატურაში (ჯეიმზ კოსტა, დეივიდ ჰენდერსონი, ბრაიან რეილსბეკი, აშშ); ჩატარდება პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევის უახლესი შედეგების გამოფენა-პრეზენტაცია: ძველი ქუთაისის არქეოლოგიური გათხრების შედეგები, პალეობოტანიკური ანალიზი და კვლევის მეთოდოლოგია.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია: ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება: ქალაქ ქუთაისის მუნციპალიტეტის მერიას, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტიტეტსა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის; გრაცის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან; სლოვაკეთის რუჟომბეროკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან, ნიკოლოზ წულუკიძის მონო-სპექტაკლი: ქართული თეატრის ამბავი, მასტერკლასი: "ჟურნალისტისა და რესპოდენტის ურთიერთობის თანამედროვე გამოწვევები", ფოტოგამოფენა "ქუთაისი - უძველესი ევროპული ქალაქი" (დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი), რევაზ კლდიაშვილის წიგნის "ბიზანტიის დედოფალი" პრეზენტაცია, პრეზენტაცია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში - ქუთაისის არქეოლოგიის 55 წელი.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა
ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
12:00 / 02.06.2020
პანდემიის პიროებებში სწავლის თანხის გადახდის გადავადებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების
13:23 / 28.05.2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 30 °C
img
ქუთაისი 14 - 29 °C
img
ბათუმი 16 - 21 °C
img
სოხუმი 15 - 23 °C
img
ფოთი 16 - 23 °C
img
თელავი 16 - 29 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 15 - 27 °C
img
ბორჯომი 11 - 26 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის