Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

განათლება
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

პროფესიის შერჩევა სურვილების, ინტერესების, შესაძლებლობების გათვალისწინებით ხდება. თუმცა ხშირად გადამწყვეტ როლს სხვისი აზრი (მშობლის, მასწავლებლის) ასრულებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ე.წ. მოდური პროფესიები. 

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლების მიღების საჭიროებაზე დღეს განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, მოთხოვნად პროფესიებს შორის კვლავ არის ექიმი, ჟურნალისტი, იურისტი,მასწავლებელი, ეკონომისტი.

ლედი მერკვილიშვილი ერთ-ერთი იმათგან ვინც თავის დროზე ფილოლოგობა გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებები იყო ის, სადაც საკუთარი თავი უნდა ეპოვნა. თუმცა მოგვიანებით აგრარული მიმართულებით დაინტერესდა და ის ახლა აშშ-ში, მინესოტას უნივერსიტეტში სწავლობს და მუშაობს. 

ვანში, სოფელ ფერეთაში ლედის ოჯახი სოფლის მეურნეობაში აქტიურადაა ჩართული. მისი ძმა, ვახტანგ მერკვილიშვილი ტყელმების, აჯიკების წარმოებაშია ჩართული. ამას გადა სახელწმიფო პროგრამის "ქართული ჩაი" ფარგლებში მისსავე სოფელში ძველი პლანტაციები მოაწესრიგა. 

ლედის დაინტერესება აგრარული მიმართულებებით სწორედ ამან გამოიწვია. 

,,ჩემი ოჯახი აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობაში. როდესაც ჩემმა ძმამ ამ მიმართულებით დიდი ამბები წამოიწყო, მეც დავინტერესდი და გადავწყვიტე ჩემს ოჯახს გვედით დავდგომოდი. ახლა მებაღეობას ვსწავლობ მინესოტას უნივერსიტეტში. ესაა კვების, სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების მეცნიერებათა ფაკულტეტი" - ამბობს ლედი.

აშშ-ში სასწავლებლად წასვლაში ძმა დაეხმარა.

,,მან იპოვა პროგრამა, რომლის საშუალებითაც აქ მოვხვდი. საქართველოში არ არის ის ტექნოლოგიები და სტანდარტები რაც აქეთ არის და მინდოდა, რომ რაღაც ახალი მესწავლა. ლექციებიც ძალიან განსხვავებულია. სასწავლო პროცესში მთლიანად ჩართული ხარ და თავს საჭიროდ გრძნობ."- ამბობს ლედი.

მუშაობა სწავლის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილია. იმას, რასაც თეორიულად სწავლობენ, შემდეგ პრაქტიკაში იყენებენ.

,,უნივერსიტეტში ვმუშაობ. ამას ჰქვია აგრონომიის მეცნიერებათა და მცენარეთა გენეტიკის დეპარტამენტი. ვარ კვლევითი ასისტენტი. შვრიის განყოფილებაა. მოყვანას, დარგვას, მოსავლის აღებას ვსწავლობთ. როცა დრო მაქვს სხვა დეპარტამენტებსაც ვეხმარები. არის ქერის, სოიოს, ხორბლის განყოფილებები. ქერის განყოფილებას თავისი წარმოების ლუდი აქვს. მოკლედ აქ მოწყენის საშუალება არ გვაქვს. ძალიან საინტერესოა."- აღნიშნავს ლედი.

აშშ-ში სწავლას მიმდინარე წლის მაისში ასრულებს. ამბობს, რომ შემდეგ მუშაობის გაგრძელებაზე ფიქრობს. ლედი მიიჩნევს, რომ ახალი პროფესიის სწავლა გვიან არასდროს არაა და ახალგაზრდებს საკუთარი თავის ძიების არ უნდა შეეშინდეთ.









 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების
13:23 / 28.05.2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - გეგუთსა და წყალტუბოში სკოლების
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
16:39 / 22.05.2020
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
16:39 / 22.05.2020
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა სტუდენტისა და
ხელმძღვანელის შეთანხმებით მოხდება. ამის
15:31 / 15.05.2020
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმებით მოხდება. ამის
,,ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შეზღუდვების
შემსუბუქების
14:46 / 15.05.2020
,,ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების
გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 12 - 24 °C
img
ბათუმი 14 - 19 °C
img
სოხუმი 12 - 21 °C
img
ფოთი 14 - 20 °C
img
თელავი 16 - 28 °C
img
მესტია 4 - 15 °C
img
ზუგდიდი 12 - 23 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
უჩა მაჭარაშვილმა საჩხერეში ვაზის უძველესი ქართული ჯიშის აღდგენა დაიწყო
საჩხერეში, სოფელ მახათაურში უჩა მაჭარაშვილმა 2017 წელს ოჯახური ტრადიცია შემოსვალის წყაროდ აქცია.
18:49 / 05.05.2020
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ 
ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად ტაძრებში საზეიმოდ ზარებს დარეკავენ. ქუთათელ-გაენათელი
20:23 / 01.05.2020
პოლიტიკის სიახლეები
ცხრაჯვარის სალოცავთან მისასველი გზის რეაბილიტაციისათვის 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო
08:44 / 29.05.2020
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის
მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები 600 ლარიან დახმარებას მიიღებენ
14:39 / 28.05.2020
საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით  ანტიკრიზისული გეგმის