აწსუ-ს სტუდენტები გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ
ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გამოცდების მობილური ტელეფონით ჩაბარების ნებართვას ითხოვენ. მათი თქმით, 15 ივნისიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყეტილებით, ფინალური გამოცდის ჩაბარება შესაძლებელი მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობითაა, რაც სირთულეს წარმოადგენს. მათი თქმით, უნივერსიტეტში განუცხადეს, რომ მობილურით გამოცდის ჩაბარება ნებადართული არ არის, რადგან სტუდენტები გადაიწერენ. ისინი ამბობენ, რომ 5 ივლისიდან გამოცდები უნივერსიტეტის სივრცეში ჩატარდება, რაც პანდემიის გამო საფრთხისშემცველია. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვენ.

"მხოლოდ კომპიუტერით ვერ ვახერხებთ გამოცდების ვაბარებას. უნივერსიტეტის სტუდენტების უმეტესობა რეგიონებიდანაა, ზოგს საერთოდ არ აქვს კომპიუტერი. ოჯახში ხშირად ორი სტუდენტია და მათ ერთსა და იმავე დროს აქვთ გამოცდა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტელეფონით სარგებლობის შემთხვევაში, სტუდენტები გადაიწერენ. გვინდოდა მათთან შეხვედრა, თუმცა, არავინ გვეკონტაქტება,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სტუდენტების თქმით, პანდემიის დროს ინტერნეტთან წვდომის არ ქონის გამო შუალედური გამოცდა 350-მა სტუდენტმა ვერ ჩააბარა.

სტუდენტების მოთხოვნას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში უპასუხეს. რექტორის მოადგილის, შალვა კირთაძის განცხადებით, გამოცდის კომპიუტერით ჩაბარება ცოდნის რეალური მაჩვენებლის გამოვლენას ემსახურება, რასაც მობილური ტელეფონი ვერ უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, იმ სტუდენტებს, რომლებსაც კომპიუტერთან წვდომა არ ექნებათ, გამოცდების ჩაბარების საშუალება 5 ივლისიდან საუნივერსიტეტო სივრცეში მიეცემათ.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
იმერეთში მოქმედ მედია
ორგანიზაციების წარმომადგენლებს კლიმატის ცვლილების საკითხები
გააცნეს.
20:44 / 24.07.2021

იმერეთში მოქმედ მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს კლიმატის ცვლილების საკითხები გააცნეს.

ქუთაისში  პროექტის ,,ახალგაზრდები უკეთესი
მომავლისთვის-ვიცოდეთ მეტი უფლებების შესახებ’’
16:07 / 16.07.2021

ქუთაისში  პროექტის ,,ახალგაზრდები უკეთესი მომავლისთვის-ვიცოდეთ მეტი უფლებების შესახებ’’

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 19 - 33 °C
img
ქუთაისი 20 - 24 °C
img
ბათუმი 21 - 26 °C
img
სოხუმი 20 - 26 °C
img
ფოთი 22 - 26 °C
img
თელავი 19 - 32 °C
img
მესტია 9 - 17 °C
img
ზუგდიდი 19 - 25 °C
img
ბორჯომი 17 - 26 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
საქართველოში რეგულაციები ისევ გაამკაცრეს
12:07 / 19.07.2021

19 ივლისიდან საქართველოში ბანაკის ტიპის შეკრებები იკრძალება.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუთაისში ჟურნალისტებმა მდუმარე აქცია გამართეს
16:32 / 13.07.2021

ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ქუთაისელი ჟურნალისტები მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ. მედიის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება ჟურნალისტებს ტერორს უწყობს და ეს უნდა დასრულდეს.

ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა
21:18 / 11.07.2021

ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით,