განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისიდან პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესი განახლდება.

საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებათა უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მიერ შემოწმება გაიარა და სასწავლო პროცესის აღდგენის ნებართვა მიიღო. კორონავირუსის პანდემიის გამო, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან კოლეჯებში სწავლა შეწყდა. ივნისის თვიდან კი პროფესიული პროგრამების მხოლოდ ერთი ნაწილი განახლდა დისტანციურ რეჟიმში.

სამინისტროს ინფორმაციით, ინსპექტირება კვლავ გრძელდება და 6 ივლისიდან, ყველა სახელმწიფო და კერძო კოლეჯი განაახლებს სასწავლო პროცესს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *