ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკამ ახალციხის უნივერსიტეტს წიგნები გადასცა. ბიბლიოთეკის

დირეტორის მოადგილის, რიტა წაქაძის თქმით, შესაბამისი ლიტერატურა  ბიბლიოთეკის გაცვლითი ფონდიდან შეარჩიეს თანამშრომლებსა და სტუდენტების ჩართულობით ჯამში 600-მდე წიგნი შეგროვდა. 

,,ახალციხის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადავეცით წიგნები. წელს საიუბილეო თარიღი აქვთ, 30 წლის გახდა სასწავლებელი. ეს არის არაჩვეულებრივი უნივერსიტეტი, სადაც გაცნობიერებული აქვთ თავისი მისია. ყველანაირი ლიტერატურა, მხატვრული, დარგობრივი თუ სხვა, მათთვის იყო კარგი საჩუქარი. ერთი თვის მანძლზე შევარჩიეთ წიგნები. ყველამ ვიცით, რომ სამცხე-ჯავახეთში უჭირს ქართულ სიტყვას, თუ ჩვენი საჩუქარი ცოტათი მაინც წაეშველება ქართულ საქმეს, ბედნიერები ვიქნებით.”- განაცხადა რიტა წაქაძემ. 

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა ახალციხის უნივერსიტეტთან წლებია თანამშრომლობს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *