,,როცა პროფესიით მოგმართავენ, ეს ყველაფერია''-5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

,,დღეს, ონლაინ გაკვეთილზე მე-7 კლასელმა მასწავლებლის დღე მომილოცა, მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ დედამიწაზე მხოლოდ ორი პროფესიაა, რომელსაც პროფესიით მიმართავენ: ექიმი და მასწავლებელი.

ისევ მე-7კლასელის სიტყვები: დიახ, მასწავლებელო, მასწავლებელი ზრუნავს ადამიანის სულიერ ჯანმრთელობაზე, ექიმი კი - ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
როცა პროფესიით მოგმართავენ, ეს ყველაფერია’’! - ამ ამბავს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლალი უშვერიძე გვიყვება. მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე უამრავ მილოცვას და თბილ, სიყვარულით სავსე სიტყვებს იღებს. თავისი პროფესია ძალიან უყვარს. ამბობს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, პედაგოგობაზე უარს ვერ იტყვის.

 

,,ერთი დღეც არ მიცხოვრია ჩემი პროფესიის გარეშე. მიყვარს, უზომოდ მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მაბედნიერებს ჩემი საქმე’’-ამბობს ლალი უშვერიძე.

მასწავლებელი 21 წლის ასაკში გახდა. სანამ პირველ გაკვეთილზე შევიდოდა, გზა საკუთარმა პედაგოგმა დაულოცა და ეს სიტყვები უთხრა: ,,ლალი, არ შეშინდე, შენ ყველაფერი გამოგივა, მარცხი არ მოგივიდეს, თორემ მთელი ცხოვრება გაგყვება’’. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ახლაც, ყოველი გაკვეთილის წინ ეს სიტყვები აგონდება და მოტივაცია საგრძნობლად ემატება. 45-წლიანი გამოცდილების შემდეგ ისევ განვითარებაზე ფიქრობს. ამბობს, რომ კარგი მასწავლებელი მუდმივად უნდა სწავლობდეს და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს.

,,მთავარი ოთხი რამაა პედაგოგში: პროფესიონალიზმი, ბავშვებისადმი სიყვარული, ჯანსაღი კომუნიკაცია და ტოლერანტობა. თუ ესენი არ გაქვს, ვერასდროს შედგები მასწავლებლად'',-ამბობს ლალი უშვერიძე.

იგი თავისი ცხოვრების აზრს, აწმყოსა და მომავალს სწორედ ამ პროფესიაში ხედავს.

პედაგოგობაში ხედავს თავის ცხოვრების აზრს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა ჩხობაძეც. მასწავლებლობამდე შორი გზიდან მოვიდა. კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნიკური ექსპერტიზის სპეციალობის დაუფლების შემდეგ, მუშაობა მანდატურად დაიწყო. სწორედ აქ, სასკოლო სივრცეში აღმოაჩინა, რომ ძალიან მოსწონდა მასწავლებლის პროფესია. ხანდახან, როცა გაკვეთილები გაცდებოდა, მანდატური ნანა კლასებში შედიოდა და მოსწავლეებს გაკვეთილებს ,,უხსნიდა’’. შემდეგ ოცნებად ექცა, რომელიმე საგნის მასწავლებელს გაკვეთილი გაეცდინა, საკლასო ოთახში შესვლისა და ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება მისცემოდა. ბოლოს, როგორც იქნა საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ძალიან უნდოდა პედაგოგობა. სამსახური მალევე მიატოვა. ნანამ ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა. დაოჯახებული ქალისთვის სამსახურის გარეშე დარჩენა და ყველაფრის თავიდან დაწყება ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიზანი დაბრკოლებაზე დიდი აღმოჩნდა. უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად აიყვანეს. ამის გამო უფლის მადლიერია. ამბობს, რომ ხელი ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობას მოჰკიდა, მაგრამ ბედნიერია, რადგან თავისი მოწოდება იპოვა.

,,პედაგოგობა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროფესიაა. მას დიდი როლი აკისრია ადამიანის ჩამოსაყალიბებლად. რთულია სულიერების ნათელი წერტილების მიღწევა, ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს, არაფერი არ უნდა შეგეშალოს, თორემ შეიძლება მოსწავლის ფსიქიკას წარმოუდგენელი ზიანი მიაყენო. ჩემი მიზანია ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს თავისუფლება, ტოლერანტობა, ვიყო მათი დამხმარე განათლების მიღების გზაზე და არ მინდა მიყურებდნენ, როგორ კვარცხლბეკზე მდგარ პიროვნებას. მინდა ნებისმიერი კითხვა დამისვან, ნებისმიერი რამ გამიმხილონ, არ უნდა შერცხვეთ, რომ რაიმე არ იციან, მეც შეიძლება რაიმე არ ვიცოდე, მოსწავლეებს შეცდომების დაშვების უფლება უნდა მივცეთ და შემდეგ ამ შეცდომებზე ისწავლიან. მინდა ჩემმა მოსწავლეებმა გაარღვიონ ჩარჩოები და იყვნენ თავისუფლები, ოღონდ ამ თავისუფლებამ სხვისი უფლება არ უნდა შელახოს. ჩემთვის მათი სიყვარული ყველაზე დიდი უკუკავშირია’’-ამბობს ნანა ჩხობაძე. პედაგოგის თქმით, მასწავლებლობა მუდმივი ძიებისა და სწავლის პროცესია, ამიტომ პედაგოგი ერთ ადგილზე არასდროს უნდა გაჩერდეს.

ის ამბობს, რომ აღმზრდელმა მოსწავლეს საგანთან ერთად სხვა ღირებულებებიც უნდა ასწავლოს.

,,საგანი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მისი სწავლა საკმარისი არაა. ის ინფორმაცია, რასაც მოსწავლეები სკოლაში იღებენ, გამოუყენებელ ცოდნის მარაგად არ უნდა იქცეს. მოსწავლეებს ცოდნის მოხმარება უნდა ვასწავლოთ. უნდა გამოვუმუშავოთ ის უნარები, რაც მათ დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება. უნდა ვასწავლოთ თვითრწმენა. თუ ჩემს მოსწავლეებს რწმენას გავუღვივებ, ვიტყვი, რომ ტყუილად არ მიცხოვრია, საქვეყნო საქმეს აკეთებს ყველა პედაგოგი, ვისაც გააზრებული აქვს თავისი პროფესიის მნიშვნელობა’’-ამბობს ნანა ჩხობაძე.

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

 

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
15:55 / 21.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
15:55 / 21.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხვალ
13:28 / 20.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხვალ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 10 - 22 °C
img
ქუთაისი 17 - 29 °C
img
ბათუმი 17 - 25 °C
img
სოხუმი 15 - 27 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 9 - 22 °C
img
მესტია 5 - 16 °C
img
ზუგდიდი 14 - 29 °C
img
ბორჯომი 7 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები
 წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
ISFED-ის ანგარიშში ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრში გამოსვლა და ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა მოხვდა
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.