ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს

გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და განათლების მინისტრი დაესწრნენ. მათ უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ივანიშვილების ოჯახს მადლობა გადაუხადეს.

“ამ უნივერსიტეტის მიერ გამოშვებული თითო სტუდენტი იქნება ქვეყნის სიამაყე. მინდა მივულოცო ქუთაისელებს. ქუთაისი, როგორც ქალაქი, იძენს ახალ ფუნქციას, ახალ მისიას. ის ყოველთვის იყო ქართული მეცნიერების, კულტურის განვითარების ცენტრი, მაგრამ დღეს საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა გახდეს,”-განაცხადა პრემიერმა, გიორგი გახარიამ.

ასევე, დღეს გაიმართა პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს 245 სტუდენტი მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *