ქუთაისის საბავშვო ბაღებში 2471 აღსაზრდელი მივიდა
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. დღეს ბაღებში 2471 აღსაზრდელი გამოცხადდა. ააიპ "ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის" დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, ბაღებში მისული ყველა აღსაზრდელი მიიღეს და არც ერთ მათგანს ტემპერატურა არ დაფიქსირებია. თუმცა, სასწავლო პროცესი 3 ბაღში ვერ განახლდა. 29-ე, 37-ე და მე-5 ბაღების თითო თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"თითო ბაღში თითო თანამშრომელი იყო ინფიცირებული, თუმცა, კონტაქტები ჰქონდათ სხვა თანამშრომლებთან. მაინც დავიზღვიეთ თავი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ვიმოქმედეთ. აღნიშნულ ბაღებში სასწავლო პროცესი 12 დღით შეჩერდა,"-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

რეგულაციების მიხედვით, მშობლები საბავშვო ბაღის შენობაში ვეღარ შევლენ. ისინი შვილებს მხოლოდ კიბემდე მიიყვანენ, სადაც მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. ბაღებში განთავსებულია დეზობარიერი და სადეზინფექციო საშუალებები. ყველა თანამშრომელი აღჭურვილია პირბადით. 

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია, სადაც 8500 აღსაზრდელია.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში
12:54 / 07.04.2021

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში

ქუთაისში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე
14:54 / 26.03.2021
ქუთაისში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი
12:51 / 16.03.2021
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები