ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ

2017 წლის 24 დან 30 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

ქუთაისის მერიაში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას ქალაქის მერი შოთა მურღულია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

“დღევანდელი შეხვედრის და ზოგადად იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ვაქცინაციის მიმართ. დღეს ჩვენ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ იმ ძირითად პრობლემებზე და წარმატებებზე, რომელიც ამ კუთხით გააჩნია ქალაქს,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსმა ლია ჯაბიძემ

საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2005 წლიდან. წლების მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში. დღეს იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *