ჯანდაცვა
ხარაგაულში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და სკოლების მოსწავლეებს სმენის გამოკვლევა ჩაუტარდებათ
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე და შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქციას დაესწრნენ. სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებმა 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა, სასმენი აპარატი კი 16 მათგანს დასჭირდა და შვედმა ექიმებმა უფასოდ გადასცეს.

შვედი ექიმები ხარაგაულში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან და მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში სკოლამდელი ასაკის ბავშვებსა და სკოლის მოსწავლეებს გამოიკვლევენ. მათ უკვე ჩაუტარეს სემინარები, ხარაგაულის საჯარო სკოლების და საბავშვო ბაღების ექიმებს, უბნის ექიმებს და ასევე, გადაამზადეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი, რომელიც მომავალში ასოციაციის მიერ გამოგზავნილ სპეციალურ აპარატს მიიღებს და ხარაგაულში გამოკვლევებს განაგრძობს.
"მეორე წელია საქართველოში ეს პროექტი ხორციელდება და არწმუნებული ვარ კიდევ გაგრძელდება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ელჩს და ყველას, ვინც ამ პროექტშია ჩართული. 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა სტადია დაუდგინდა, სასმენი აპარატი კი 16 მათგანს დასჭირდა, რაც მათ უფასოდ გადასცეს.",- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.

იმერეთის გუბერნატორმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შვედ ექიმებს სამადლობელი სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გდასაცა. ექიმთა ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება და მათ მიერ გაწეული ქველმოქმედება დაახლოებით, 100 000 ლარის ღირებულებას შეადგენს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
36 წლის დავით გაბედავას დახმარება სჭირდება. მას გულის გადანერგვა
ესაჭიროება.
16:12 / 15.01.2020
36 წლის დავით გაბედავას დახმარება სჭირდება. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება.
გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ რადიო ,,ძველ
ქალაქთან
16:26 / 10.01.2020
გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ რადიო ,,ძველ ქალაქთან" საუბრისას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანა გრიპის
17:24 / 09.01.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანა გრიპის
2020-01-06გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტს ტამიფლუს სახელმწიფო
16:00 / 06.01.2020
2020-01-06გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტს ტამიფლუს სახელმწიფო
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტმა
სტუდენტთა ტრადიციული
18:04 / 25.12.2019
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტმა სტუდენტთა ტრადიციული
ამინდი
თბილისი -3 - 3 °C
img
ქუთაისი 1 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება
ქუთაისში მულტიფუნქციური სკამები დაიდგმება. პირველ ეტაპზე ქალაქში
18:02 / 25.12.2019
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020
"დილიდან საღამომდე რომ იტაქსაონ, ქუთაისში ამდენ საწვავს ვერ დახარჯავენ"-წულაია მერიის ხარჯებზე
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია ქუთაისის მერიის
13:16 / 10.01.2020