იმერეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა

დაფიქსირდა. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ვირუსის შემთხვევები ე.წ ოქროს ბირჟის, მაღაზიის კლასტერებსა და კურორტ საირმეს რამდენიმე დამსვენებელს უკავშირდება. 

ვირუსით ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გუბერნატორის თქმით, კლინიკაში გადმოყვანის დროს პაციენტი იყო ძალიან მძიმედ და აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთში კორონავირუსზე 832 ტესტი ჩატარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *