თერჯოლაში, კლინიკა “თერჯოლამედში” კოვიდინფიცირებული

პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის, დავით სარიშვილის განცხადებით, პაციენტი 88 წლის ქალი იყო და ის კლინიკაში ბათუმიდან გადაიყვანეს. მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

“შემოსვლისას აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია, ჰქონდა თანმხლები დაავადებები, გულის იშემიური დაავადებები. შემოყვანისთანავე საჭიროებდა რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებას. პაციენტი 15:00 საათზე გარდაიცვალა,”-განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

კლინიკაში 3 პაციენტი რჩება. ბათუმიდან კიდევ ერთი პაციენტის მიღებას ელოდებიან, რომელიც საშუალო სიმძიმისაა. სამი პაციენტიდან ორს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და უარყოფით პასუხს ელოდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *