საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის

1 015 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან იმერეთში 84 გამოვლინდა. დღევანდელ კოვიდსტატისტიკაში იმერეთი მეორე ადგილზეა. ყველაზე მეტი შემთხვევები თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა.

იმერეთის საავადმყოფოებში 523 პაციენტი მკურნალობს. მძიმეა 166 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 17 პირი. თვითიზოლაციაშია 1 640 მოქალაქე. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 1 151 პირი. გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 330-ს.

ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 321 928-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს სულ 4 682 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *