ვაქცინაციის პროგრამა ივლისის თვიდან

გაფართოვდება. გაფართოება, მოსალოდნელი ვაქცინების დოზების ხარჯზე, მოხდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაემატება ბრიგადები, სამედიცინო დაწესებულებები და საზოგადოებრივ სივრცეებში მოეწყობა ვაქცინაციის ცენტრები.

“ჯამურად ქვეყნის მასშტაბით 200-მდე ბრიგადა მოქმედებს. დამატებით კიდევ საჭიროა ამდენივე რაოდენობა. მაგალითად, დღეს იმერეთში მოქმედებს 18 ბრიგადა, საჭიროა 31 ბრიგადის მობილიზება. უკვე დაწყებულია კონსულტაციები მოლებთან, გამონახულია დიდი სივრცეები, სადაც სამედიცინო დაწესებულებები თავად აიღებენ პასუხისმგებლობას ვაქცინაციის სივრცის მოწყობაზე,”-განაცხადა გაბუნიამ.

ასევე, იგეგმება დამატებითი ადგილების შექმნა რეგისტრაციისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *