წერეთლის უნივერსიტეტში ამცრელი სივრცე მოეწყო

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში, მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა,

სადაც აცრის გაკეთება წინასწარი ჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მსურველებს არჩევანის გაკეთება ფაიზერის, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებს შორის შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. ამ დროისთვის 40-ზე მეტი მოქალაქეა აცრილი. ჩვენ ვესაუბრეთ პაციენტებს, რომლებაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს. Როგორც ისინი აღნიშნავენ, აცრის შემდეგ თავს ბევრად უსაფრთხოდ გრძნობენ და სხვებსაც ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

 


,,თავს კარგად ვგრძნობ. აცრის  შემდეგ ნახევარი საათი უნდა მოვიცადოთ, რომ რამე უკუჩვენება არ გამოვლინდეს. ველოდები ნახევარი საათის გასლას. ვფიქრობ, აცრა აუცილებელია და ყველა უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რათა ვიყოთ დაცულები. ვაქცინაცია ხელს შეუწყობს პანდემიის დასრულებას და მიხარია, რომ ამ პროცესში ჩემი წვლილი შევიტანე,გადავწყვიტე ფაიზერით ამეცრა, რადგან, ვფიქრობ, მას დაცულობა მეტი აქვს და საზღვარგარეთ წასვლისთვისაც ეს ჯობია,’’- ამბობს გვანცა კუბლაშვილი.


ვაქცინის გაკეთებამდე მსურველებს გარკვეული კითხვარის შევსება უწევთ, რითაც ექიმები ადგენენ, რამდენად მზად არის პაციენტი აცრისთვის.

,,ვარკვევთ არის თუ არა ალერგიული პაციენტი. თუ მსუბუქი ალერგია აქვს, მაგალითად, მტვერზე, საკვებზე, ეს აცრას ხელს არ უშლის. Არის შემთხვევები, როცა აქვს პაციენტს მძიმე ალერგიული რეაქცია, რაშიც შედის: ანაფილაქსია, შოკი, ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება, რომელიც რომელიმე მედიკამენტმა გამოიწვია. Ამ შემთხვევაში სინოფარმით არ ვაკეთებთ ვაქცინას, თუმცა ფაიზერით კეთდება, რადგან აქ უკუჩვენება მინიმუმადეა დაყვანილი. ქრონიკული დაავადებებიანები იცრებინ, ოღონდ გამწვავების ფაზაში არა,’’-ამბობს ექიმი ნატო როხვაძე.



Რაც შეეხება იმას, რომელ ვაქცინას ანიჭებენ მოქალაქეები უპირატესობას, დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, სინოფარმსა და ფაიზერზე მოთხოვნა თითქმის თანაბარია, თუმცა თავიდან მეტი მოთხოვნა სინოფარმზე იყო.


იმერეთის მასშტაბით კიდევ ერთი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი 24 აგვისტოს, ზესტაფონში გაიხსნება.


 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა
დადასტურდა,
10:48 / 26.11.2021

26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა დადასტურდა,

26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა
დადასტურდა,
10:48 / 26.11.2021

26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია -
#ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.
15:29 / 25.11.2021

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია -
#ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.
15:29 / 25.11.2021

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4331 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 57 პაციენტი.
11:01 / 25.11.2021

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4331 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 57 პაციენტი.
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა -დაკავებულია ორი პირი
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან  კამპანიას  #FREEMISHA
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში
11:20 / 25.11.2021


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.