"იგეგმება 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების წახალისება, რათა მათ ვაქცინაციის კუთხით მეტად იაქტიურონ" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იგეგმება 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების წახალისება, რათა მათ ვაქცინაციის კუთხით მეტად იაქტიურონ.


ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან რამდენიმე დაგეგმილ ღონისძიებაზეც ისაუბრა, რამაც მოქალაქეებს აცრის მოტივაცია უნდა აუმაღლოს.

"განვიხილავთ რამდენიმე მეთოდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმების ჩართულობა და ამ პერიოდის მანძილზე სულ უფრო და უფრო ფართოვდება არეალი, სადაც ოჯახის ექიმი ერთვება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც დაშვებას ვაკეთებთ, რომ 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის რთული იყოს გადაადგილება, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ამ კუთხით ოჯახის ექიმებს დაევალებათ თავიანთ უბნებზე გაატარონ საინფორმაციო ღონისძიებები.

ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმსჯელობთ სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის მოტივატორი გახდეს. ასევე, რაიონულ და რეგიონულ დონეზე გვაქვს კომუნიკაცია, თუ რა შეიძება იყოს ეფექტიანი სწორედ იმ კუთხის საჭიროებებიდან გამომდინარე", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებეთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ორშაბათიდან, 13 სექტემბრიდან დაიწყება.

"ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. ცხადია, იქნება სხვადახვა საპრიზო ფონდებიც. 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამაშდება 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი", — განაცხადა გიორგი ღიბრაძემ 7 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ლატარიის კომპანია შემთხვევით შერჩევითობის პრინციპით გამოავლენს გამარჯვებულებს და შესაბამისად შეატყობინებს მათ, ლოტოტრონის პრინციპით კი საბოლოო გათამაშება იქნება.ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღე 12 საათზე, ხოლო ყოველკვირეული — ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე, შემაჯამებელი გადაცემა 31 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა
დადასტურდა,
10:48 / 26.11.2021

26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა დადასტურდა,

26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა
დადასტურდა,
10:48 / 26.11.2021

26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა დადასტურდა,
ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია -
#ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.
15:29 / 25.11.2021

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია -
#ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.
15:29 / 25.11.2021

ვაქცინაციის  მხარდაჭერის მიზნით, სტუდენტური კამპანია - #ავიცრათერთმანეთისთვის იწყება.


პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება 2022
წლის 25 აპრილიდან რეალურ მოძრაობაში მოუწევთ,
13:02 / 25.11.2021

პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 25 აპრილიდან რეალურ მოძრაობაში მოუწევთ,
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა -დაკავებულია ორი პირი
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან  კამპანიას  #FREEMISHA
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში
11:20 / 25.11.2021


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.